პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია, მერიასა და კულტურის სამინისტროს აბანოთუბანში ახალი მშენებლობის გამო აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა დღეს პროექტი წარადგინა, რომელიც მისი აზრით, ძველი თბილისის იერსახეს არ შეეფერება.
მელიას თქმით, კულტურის სამინისტრომ და მერიამ ჩუმად გადაწყვიტეს ამ პროექტის განხორციელება, რადგან წინასწარ იცოდენენ, რომ ქალაქის ძველ უბანში მშენებლობას პროტესტი მოჰყვებოდა.
„კულტურის სამინისტრომ შეითანხმა და დაამტკიცა ურბანაული დანაშაულის ტოლფასი პროექტი, რომლის მიხედვითაც აქ უნდა აიგოს მრავალსართულიანი კომპლექსი, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია ძველი თბილისის კონტექსტიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აქ არსებობდა თავის დროზე სრულიად სხვა პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ისტორიულად არსებული შენობების მსგავსი ნაგებობების აგება, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ეს პროექტი მალულად შეცვალა. ეს პროექტი კი დღეს გადაგზავნილია დედაქალაქის მერიაში. მე მოვუწოდებ დედაქალაქის ხელმძღვანელობას, რომ საჯარო გახადოს ამ პროექტის განხილვა, ივანიშვილის გარეშე აქ ვერაფერი ვერ ხდება, იცით, მაშინ გვითხრას ბატონმა ბიძინამ და იქნებ სახელწოდებაც გადავარქვათ ჩვენს დედაქალაქს და არა თბილისი, არამედ ბიძინასი დავარქვათ",- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






