ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 14:55, 26 Sep, 2014     1505

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია, შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.


საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ბერძენმა კოლეგამ, გენერალმა მიხაილ კოსტარაკოსმა მიიღო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებაზე გამახვილდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კოლეგას ბერძენი სამხედრო მოსამსახურეების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მომზადება შესთავაზა. საბერძნეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა ქართველ სტუმრებს საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.


ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი ასევე, საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ფოფი გენიმატას შეხვდა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიმართ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საუბარი შეეხო ასევე, უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42