სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, შეიცვლება თუ არა სანქცია იმ პირზე ვინც ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიის გავლით შემოვა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ლიბერალიზაცია განპირობებილია იმ ფაქტით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არსებული რედაქციით საკმაოდ მკაცრია.
მისი თქმით, უსამართლოა, როდესაც რიგითი მოსამართლე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ეძლევა იმის გამო, რომ ხშირს შემთხვევაში „უბოროტო განზრახვით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ზაქარეიშვილის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები რუსეთთან პოლიტიკის შერბილებას არ ნიშნავს.
„ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ არ ღირს ამ კანონის ჰუმანიზაცია. მათი აზრით ადამიანი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოკვეთს ჩვენს საზღვარს სისხლის სამართის პასუხისგებაში უნდა მიეცენ. მე ვთვლი, რომ ეს კანონდარღვევაა, მაგრამ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს, რადგან მათ ბოროტი განზრახვა არ აქვთ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






