"ნაცმოძრაობა" მთავრობას კანონიერი ქურდების მფარველობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:40, 26 Sep, 2014     2205

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში ადანაშაულებს. უმცირესობის წევრმა, გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს კონკრეტული ფაქტები და ფოტომასალა გააცნო. მისი მტკიცებით კანონიერი ქურდი ლექსო ლოგუა (გალელი) 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში.

„დეპორტაციის შემდეგ, ლექსო ლოგუა, რომელიც ქურდად ზემოაღნიშნულმა გელა ქარდავამ „აკურთხა“, აგვისტოს თვეში საქართველოს საპატიმროს ნაცვლად, აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე, სადაც სენაკში მშვიდად მაცხოვრებელი კანონიერი ქურდი ცანციკას სიძე მახარე გვარამია (მაცე) ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ლექსო გალელი 2012 წლის შემდეგ მეორედ შემოვიდა საქართველოში და მეორედ აღმოჩნდა საპატიმროს ნაცვლად თურქეთში (პირველად ეს 2013 წლის 13-14 აგვისტოს მოხდა).

როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ ასეთი მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია, თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე, რასაც ადასტურებს შემდეგი შემთხვევა. კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ამირანის-ძე ლუტიძე (23.11.1979, მეტსახელად ლუტია ქუთაისელი) თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში სარფის მხრიდან 2014 წლის 5 სექტებრის 22 საათი 36 წუთზე და 2014 წლის 6 სექტემბერს 21 საათსა 29 წუთზე დატოვა ქვეყანა წითელი ხიდით და გადავიდა აზერბაიჯანში. ავთანდილ ლუტიძე გახლავთ ლავას-ოღლის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი პირი. ჩვენი ინფორმაციით მას სარფში დახვდა და წითელ ხიდამდე მიაცილა საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე“, - აცხადებს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42