ჩერგოლეიშვილი უგულავას "ცუდ თვისებებს" იხსენებს
სოც.მედია - 13:25, 26 Sep, 2014     4933

„ტაბულას“ ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგი უგულავას ემოციურ პოსტს უძღვნის.

მისი თქმით, უგულავა მის ყოველდღიურობას დააკლდა.

„მაგრად მომენატრა. დიდი ცარიელი ადგილი აქვს დატოვებული. თითქოს წინა კბილი ამომაძრეს.

სულ ვჩხუბობდით. ორივეს გვიყვარს ჩხუბი. თუ ისეთ თემაზე ვურეკავდი, რომ წინასწარ ვიცოდი წინააღმდეგობა უნდა გაეწია, ვაფრთხილებდი ყვირილს თუ დაიწყებდა, გავუთიშავდი და მესიჯებით გავლანძღავდი.

ერთხელ ორი თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს.

რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, რუსთავი ორზე, შუა დღეში გადაცემას ვაკეთებდი ამ თემაზე. ამიხირდა, მაინც და მაინც სინოდის სხდომის პარალელურად და მაინც და მაინც შენ რატომ უნდა გააკეთო ეგ თემა, პირდაპირ ჩვენ გვეტენებაო. - ნერვიულობდა, არაპროგნოზირებადად მიმიჩნევდა (არც თუ უსამართლოდ) და თვლიდა, რომ ისეთ რამეს ვიტყოდი, ავაფეთქებდი.

ისე ვიჩხუბეთ, მთელი ღამე ვჯღაოდი - ბოლოს დამითმეს და დასიებული თვალებით შევედი ეთერში.

მენატრება. მინდა რომ მალე მოვიდეს და ჩემი ნერვების მოსაშლელად, ჩემი თეფშიდან ამაცალოს ბოლოსთვის შენახული გემრიელი ლუკმები, შეძვრეს მაცივარში და არც იკითხოს, ისე შეჭამოს კესოს იოგურტები, გამოიღოს ძვირფასი კონიაკი და ისე დალიოს თითქოს არაყი გომია, წამოწვეს დივანზე ისე, რომ დასაჯდომად ადგილიც არ დაგიტოვოს.

თითქმის სამი თვეა არ მინახავს და მაინც მეშლება, გიგა და გიგი მოვიდნენ, გოკა და გიგი იყვნენ... არადა სადაა გიგი. სასამართლოებზე ვნახულობ და ვემაიმუნები დარბაზიდან რაღაცეებს.

ისიც იცინის, კვდება სიცილით - საოცარი ხასიათი აქვს. ახერხებს, რომ ყველგან კარგად იყოს. ციხეშიც“, - წერს ჩერგოლეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42