"საქართველო დაწინაურებული ქვეყანაა, მას პარტნიორებისთვის ბევრი ინოვაციის შეთავაზება შეუძლია"
პოლიტიკა - 11:02, 26 Sep, 2014     1339

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა წევრებმა მათ მიერ გაწეული საქმიანობის, გამოცდილებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო „OGP“-ის 2015-2018 წლების სტრატეგია, რომლის განხორციელებაზეც ახალი მმართველი კომიტეტი იქნება პასუხისმგებელი.

იუსტიციის მინისტრმა მმართველი კომიტეტის მოქმედ და ახალ წევრებს „OGP“- ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველო დაწინაურებული ქვეყანაა ბევრი მიმართულებით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულებას, ღიაობას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება საქართველოში. ჩვენს ქვეყანას ამ და ბევრი სხვა ინოვაციის შეთავაზება შეუძლია პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ღია მმართველობის წევრმა ქვეყნებმა საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს განსაკუთრებული მიღწევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. წელს პირველად კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. ღია მმართველობის პარტნიორობის განახლებული მმართველი ორგანო მუშაობას 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.

მმართველი კომიტეტის ფუნქციაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები; ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას.

ნიუ-იორკში 24 სექტემბერს „OGP“-ის მესამე საიუბილეო სამიტი გაერო-ს ასამბლეის პარალელურად ჩატარდა. „OGP“-ის წევრი ქვეყნების მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვერას გაერო-ს შტაბ-ბინამ უმასპინძლა. საქართველო ამ შეხვედრაზე პირველად წარდგა როგორც მმართველი კომიტეტის წევრი. მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

მაღალი დონის შეხვედრაზე სამიტის მონაწილეებს „OGP“-ის 64 წევრი ქვეყნიდან 9 ქვეყნის მეთაურებმა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიმართეს. ორივე შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

ღია მმართველობის პარტნიორობა მსოფლიო ინიციატივაა, რომელიც 64 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია, მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქართველო პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა (Open Government Partnership) ეკუთვნით აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფს, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ეს ინიციატივა დღეს 64 სახელმწიფოს აერთიანებს.

მთავრობამ უკვე დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს 15 ქალაქში გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია 27 ვალდებულება. გეგმის სრული ვერსია გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.justice.gov.ge. ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობას ეროვნულ დონეზე კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42