აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილისგან ითხოვეს დაღუპული მებრძოლების სრული სიის გადაცემა, რაზეც შიხიაშვილმა უარი განაცხადა.
რა მიზეზით არ გასცა ირაკლი შიხიაშვილმა აფხაზეთში დაღუპული მეომრების სია, ამ დრომდე უცნობია.
,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის ,,აფხაზთა კრების“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს დაუკავშირდა. როგორც ისინი აცხადებენ, რამდენიმე დღე დადიოდნენ სიის მისაღებად, თუმცა უშედეგოდ. ,,დღეს გაირკვა, რომ შიხიაშვილმა უარი განგვიცხადა დაღუპული მებრძოლების სიის გადმოცემაზე. რა თქმა უნდა სია ჩვენ გვაქვს, ვიწვალეთ და რამდენიმე ათასი დაღუპულის გვარ-სახელი მოვიპოვეთ და აქციაც შედგება, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი დამოკიდებულება, ეს არის აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნის უპატივცემულობა“, - აცხადებენ ახალგაზრდები.
მასალის გამოყენების პირობები






