სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ადამიანზე და რა მიზნით ხორციელდება მოსმენები.
ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამართულ დასკვნითი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება „მოსმენების გასაღებს“ ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მოსმენებზე კონტროლი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მხრიდან უნდა განხორციელდეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მხრიდან კონტროლის განხორციელების მექანიზმს, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ამ პროცესებს, მათ შორის სახალხო დამცველის მონაწილეობა ამ პროცესებში იქნება მნიშვნელოვანი. არის სხვა მოდელებიც, როდესაც საუბარია ორ „მოსმენის გასაღებზე“. მათგან ერთი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში და მეორე - ოპერატორებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესი. ვინ გააკონტროლებს ამ პროცესებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნდებოდეს სტატისტიკა თუ რა რაოდენობის ადამიანს და რა მიზნით უსმენდნენ“, - განაცხადა ნანუაშვილმა“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






