გამოცემა Foreign Police-ში მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, ამერიკელი ჟურნალისტების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი წარმომადგენლები არა მხოლდ ქართველი ჟურნალისტების, არამედ ამერიკელი ჟურნალისტების პრესიონალიზმსაც ეჭვქვეშ აყენებენ. ის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რაც გაკეთდა ვაშინგტონში საელჩოს მხრიდან და აქედან თავდაცვის სამინისტროდან, პარლამენტარებისგან და სხვადასხვა უწყებების მხრიდან, ცალსახად მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკოორდინირებულია. ასეთი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი იმ ტიპის გადაწყვეტილება რაც შეიძლება უკავივშირდებოდეს სამხედრო ტიპის ასეთ თანამშრომლობას, სარისკოა“. - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






