პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, საუბარია ლარსის მიმართულებით გვირაბის მშენებლობაზე.
„საწყის ეტაპზე არის პროექტი გვირაბის მშენებლობისა მლეთა-კობის მიმართულებით. იდეაში, უნდა გაკეთდეს გვირაბი, რომელიც გააჩენს საშუალებას, რომ საზღვრისაკენ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. ზამთარში ხშირად იკეტება ხოლმე ეს მიმართულება. ეს არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, არამედ სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარი და ასევე თურქეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარია. ამიტომ ლარსი და ეს მიმართულება ყველას ძალიან აინტერესებს. ეს ძვირადღირებული საერთაშორისო კომერციული პროექტია. ამაში შეუძლიათ მონაწილეობა რუსულ, სომხურს, თურქულს კომპანიებს, რომლებიც კომერციულად არიან დაინტერესებულნი. ბატონ კარასინთან მომავალ შეხვედრაზე გვექნება საუბარი და როცა გამოიკვეთება რაიმე კონკრეტულად, შემდეგ შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ ამაზე მუშაობას“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






