ილია მეორე: საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან
პოლიტიკა - 14:20, 25 Sep, 2014     2334

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში სომეხთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან:

"ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან რთულია. სომხეთი და საქართველო ეს არის ოაზისი მუსლიმურ სამყაროში. მახსენდება ჩემი შეხვედრა რომის პაპთან ვატიკანში. მან გადმოიღო ატლასი და საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ნახა. მითხრა, თუ როგორი რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოსა და სომხეთს, რომ ისინი არიან ქრისტიანული ოაზისი. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის წარმომადგენელი ჩვენი ერის, ეს იქნება ქართველი თუ სომეხი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ავნებს ჩვენს ურთიერთობებს.

მე ვუთხარი მას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა ვწერდეთ ერთმანეთზე, საქართველო არ დაწერს არავითარ უარყოფითს საერთაშორისო ორგანოზაციებში. ასე რომ, თქვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ გესმით, რას ნიშნავს ჩვენი სიახლოვე. როცა კარგად იყო საქართველო, კარგად იყო სომხეთიც და პირიქით, როცა ცუდად იყო საქართველო, ცუდად იყო სომხეთიც. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობებს. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები ამას კარგად გრძნობენ, მე მადლობელი ვარ ამ ყურადღებისა და გაგებისათვის", - აღნიშნა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42