თბილისის მერიიდან 1 თვეში 155 ადამიანი გათავისუფლდა
პოლიტიკა - 12:55, 25 Sep, 2014     1441
სამართლიანმა არჩევნებმა, 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, მერიისადმი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ, ინფორმაცია გამოითხოვა. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად დროის ამ პერიოდში 155 ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან.
თუ რის საფუძველზე გათავისუფლდა 1 თვეში 155 ადამაიანი, ნახეთ სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2014 წლის 8 სექტემბერს ქ. თბილისის მერიიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მერიისადმი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისის მერიიდან სულ გათავისუფლდა 155 ადამიანი. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე - 115; ვადის გასვლის გამო - 32; დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო - 5; სხვა საფუძვლით - 3.

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული 115 პირისგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურიდან გათავისუფლდა - 46 პირი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისგან - 34 პირი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - 9 პირი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებიგან - 26 პირი.

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს შორის არიან საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსები, საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსები, მერის აპარატის უფროსები, შტატგარეშე მოსამსახურეები, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მერიამ გათავისუფლებული პირების სახელები და გვარები პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია და ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რაიონების ყოფილი გამგებლებისა.

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2014 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა განცხადება ქ. თბილისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელეული ზეწოლის სავარაუდო ფაქტების თაობაზე (http://www.isfed.ge/main/758/geo/) . განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოქალაქეთა განცხადებით, „2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის ,,ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც... იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსი 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე".

განცხადებას თან ახლავს ქალაქ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42