თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
პოლიტიკა - 19:08, 24 Sep, 2014     652
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა საჯარო ღონისძიებას უმასპინძლა, სახელწოდებით: "პროგრესი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში".
ღონისძიებაზე თედო ჯაფარიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი საშინაო და საგარეო გამოწვევების შესახებ, შემდეგ კი აუდიოტორიიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვაშინგტონში, ასევე შეხვდა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის თავმჯდომარეს, დირექტორთა საბჭოს წევრს, სტივენ ჰედლის. შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უმცროსი) ადმინისტრაციის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და "არმიტიჯ ინთერნეიშენელ"-ის პრეზიდენტთან რიჩარდ არმიტიჯთან.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში თედო ჯაფარიძე შეხვდა ამავე ორგანიზაციის მრჩეველსა და სამეურვეო საბჭოს წევრს, 1977-1981 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, პროფესორ ზბიგნევ ბჟეზინსკის და ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის პროგრამის დირექტორს ჰეზერ კონლის.
აშშ-ს სენატში თედო ჯაფარიძემ შეხვედრები გამართა სენატორების, მარკო რუბიოსა და ბობ კორკერის მრჩევლებთან. სენატორ კორკერის მრჩეველთან, დენიელ ვაიდიჩთან შეხვედრის დროს განიხილული იქნა სენატორების კორკერისა და მენენდესის მიერ ინიცირებული "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი 2014" და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება, ხოლო სენატორ რუბიოს მრჩევლებთან, ჯემი ფლაისთან და ვიქტორ სერვინოსთან შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ მიმდინარე სასამართლო და საგამოძიებო პროცესებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42