Foreign Policy სტატიაში შეცდომას უარყოფს და არაფრის გამოსწორებას არ აპირებს
პოლიტიკა - 16:43, 24 Sep, 2014     1236
ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ს რედაქტორი უარყოფს, რომ ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ციტირებისას.

,,ტაბულას“ კითხვაზე, აპირებს თუ არა გამოცემა ელჩის ბრალდების პასუხად შეცდომის გასწორებას, გამოშვების რედაქტორი იოჩი რიზენი ამბობს, რომ ჯონ ჰადსონის სტატის რედაქტირება მან მოახდინა, რომ ისინი პასუხს აგებენ მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე და არაფრის გასწორებას არ აპირებენ.

ამერიკულმა გამოცემამ 23 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ აშშ-ს ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა. გამოცემას ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან მოიპოვა, სწორედ გეგეშიძემ დაუდასტურა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განმარტებით, თბილისში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ ინფორმაცია მას „Foreign Policy-სთან არ დაუდასტურებია.

„თუ დადგა ამდაგვარი საკითხი, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხი, ამასაც საქართველოს მთავრობა მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება - განიხილავს მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი რაიმეზე დასტურს არანაირად არ ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, ეს უზუსტობა დაუშვა და მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს. როგორც ჩანს, ოცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ზოგჯერ არსებობს“,-განაცხადა გეგეშიძემ.

Foreign Policy-ს ინფორმაციით, თბილისი აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს. გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ის თავის ტერიტორიაზე საწვრთნელი ბაზის განთავსება შესთავაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ Foreign Policy-ს დაუდასტურა, რომ ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის შესახებ შეთავაზება არა მარტო სირიიდან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მართლაც გაკეთდა.

Foreign Policy-ის სტატიას უპასუხეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოში სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც მან „Foreign Policy”–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, ანტიტერორისტულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის იქნება.

„მე ძალიან გარკვევით ვთქვი, რომ ჩვენი მონაწილეობა იქნება ჰუმანიტარული ხასიათის. ეს მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა – კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და ასევე საწვრთნელი ბაზის შექმნას საქართველოში“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოში აშშ-ს სირიელი მებრძოლებისთვის საწვრთნელი ბანაკის მასპინძლობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე :

„საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემის თანახმად საწვრთნელი ბაზის მასპინძლობა ქართულმა მხარემ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს საქართველოში ვიზიტის დროს დახურულ კარსმიღმა გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია საქართველოს მიერ აშშ-ისთვის სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნის შეთავაზების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება და რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42