„Foreign Policy-ისა და „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს.
პრემიერთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძის განცხადებით ქართულ მხარეს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
„არავითარი სამხედრო ბაზის და მითუმეტეს სირიელი ამბოხებულებისათვის საწრთვნელი ბაზის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე არ იგეგმება, ეს არის ალბათ, ასე ვთქვათ გაურკვევლობა, რომელიც ალბათ უცხოურ პრესაში გავიდა, მსგავსი მოქმედება საქართველოს ხელისფლების მხრიდან არ იგეგემება,“,- განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
„Foreign Policy-ისა და „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ, შეერთებულ შტატებს, საქართველოში, ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა შესთავაზა. რომელიც სირიელი ამბოხებულებისათვის ერთგვარი მოსამზადებელი ბაზა იქნება.
გამოცემის თანახმად ჯერ გაურკვეველია დათანხმდება თუ არა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ქართული მხარის ამ შეთავზებას. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს 54 ქვეყნის სია აქვს, რომლებიც ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონს წვლილის შეტანას დაჰპირდნენ. ამ პროცესს კოორდინციას გაუწევს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს დეპარტამენტში შეიქმნება - წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
მასალის გამოყენების პირობები






