რაფალიანცის საქმეზე "ნაცმოძრაობა" შსს-ს კითხვებით მიმართავს
პოლიტიკა - 13:31, 24 Sep, 2014     791

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართავს და ალექსანდრე ჭიკაიძეს კიდევ ერთხელ პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს.

„მივმართავთ შსს–ს გასცეს პასუხი მოცემულ კონკრეტულ კითხვებს და მოახსენოს საზოგადოებას გამოძიების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, გამოვთქვამთ იმედს რომ მინისტრი ჭიკაიძე შეწყვეტს პარლამენტში მოსვლისთვის თავის არიდებას და აქტუალური კითხვებისთვის პასუხის გაცემას.

1. რატომ არ არის გამოძიებული მოცემული საქმე ბოლომდე მიუხედავად მაშინდელი შსს-ს მინისტრის, დღეს უკვე პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა, რომ „ყველაფერი ნათელია და საქმის გამოძიება ორ თვეში დამთავრდება“, რომელიც მან 2012 წლის ნოემბერში გააკეთა?

2. რატომ აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის ბებია და ბაბუა, რომ ქართული ოცნება არის დამნაშავე მათი შვილიშვილის გარდაცვალებაში?

3. რატომ აცხდებს გარდაცვლილი ბავშვის დეიდა, რომ ქართული ოცნება არ არის დაინტერესებული გამოძიებაში?

4. რატომ იყო ტრაგედიის ადგილას წინასწარ მობილიზებული ტვ-9-ს ჟურნალისტები და პირდაპირი ჩართვის მანქანა?

5. რატომ დაითხოვეს სამსახურიდან ამ გამოძიებაში მონაწილე ყველა პოლიციელი და პროკურატურის მუშაკი?

6. როგორ მოხვდა ასე ოპერატიულად შემთხვევის ადგილას ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიო ირაკლი ალასანია, რომელიც იყო ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი და ქართული ოცნების სამეგრელოს შტაბის უფროსი და შესაბამისად არჩევნების წინა ღამეს უნდა ყოფილიყო ზუგდიდში?

7. როგორ მოხვდნენ ასე ოპერატიულად შემთხვევის ადგილას ქართული ოცნების ადვოკატები - ლალი ბიწოშვილი და ვანო მხათრიძე?

8. რატომ უკავიათ ადვოკატ ბიწოშვილის მიერ ნახსენებ რაფალიანცის საქმეში გარეულ ყველა ორგანიზატორს (ჯანყარაშვილი, მხათრიძე, ბერიკაშვილი) მაღალი სახელმწიფო თანამდებობები?

9. როგორ მოხვდა ასე ოპერატიულად შემთხვევის ადგილას ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ქ. გურჯაანში მანანა ბერიკაშვილი?

10. როგორ მოხვდა, რომ ქართული ოცნების ყველა იქ მყოფი ლიდერი და ადვოკატი, ერთმანეთთან შეუთანხმებლად და დეტალებში გაურკვევლად (ამის დრო მათ არ ჰქონდათ) აკეთებდა ერთნაირ განცხადებებს?

11. რატომ არ გააკეთეს განცხადებები დაღუპული ბავშვის ოჯახის დედ-მამამ, ხოლო მამიდამ კი განცხადება მხოლოდ ერთი საათის შემდეგ ქართული ოცნებასთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა?

12. დაიწყო თუ არა დამატებითი გამოძიება ადვოკატ ლალი ბიწოშვილის განცხადებების გამო? და თუ არა - რატომ?

13. ადვოკატი ბიწოშვილი დღეს აცხადებს, რომ იგი შანტაჟით აიძულეს გაეკეთებინა ჩანაწერი. აღიძრა თუ არა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე? დაკავებულია თუ არა შანტაჟისტი? და თუ არა რატომ?“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42