პრეზიდენტმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
პოლიტიკა - 12:17, 24 Sep, 2014     1449

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები" გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება ანტიკური კულტურის მნიშვნელობასა და საზოგადოების განვითარებაში მის როლზე გაამახვილა.

„მინდა მოგესალმოთ მეცნიერებს, რომლებიც დღეს აცოცხლებთ, სწავლობთ და სიღრმისეულად ხსნით იმ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც არ არის დაკარგული და მოწყვეტილი რეალობიდან, არამედ პირიქით, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განვვითარდებით როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა. იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კულტურაში არის თავისუფლების ღირებულება, თავისუფლება, როგორც ცალკე ცნება, ცალკე ღირებულება. სოციალური წყობა, რიმელიც მოიტანა ანტიკურმა ხანამ, ის არის, რის გადმოტანასაც ვცდილობთ დღეს რეალობაში, დემოკრატია სწორედ მისით არის განპირობებული. სწორედ ინდივიდის თავისუფლების გააზრებამ მოიყვანა შემდეგ საზოგადოება თანაარსებობის, სახელმწიფოს მოწყობის ამ ფორმამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

1969 წლიდან მოყოლებული, იენსა და თბილისში 9 ამგვარი კონფერენცია გაიმართა. თბილისში წელს მე-10 კონფერენცია ოცწლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ტარდება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოხსენებას ასზე მეტი მკვლევარი წაიკითხავს.

ღონისძიების გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ში არსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაათვალიერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42