ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრის, თენგო ერისთავის ძმა, გიორგი ერისთავი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს:
„ჩემი ოჯახი ითხოვს, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. მსურს შევეხმიანო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თავიანთი „ბლანჟეიანი“ დეზინფორმაციის გამავრცელებლიანად, ხაჩიძეზე ვსაუბრობ, რომელიც არასწორ გვარებს ასახელებს სამართალდამცავებისა. ჩემი ძმა კრიმინალად სწორედ თქვენმა მთავრობამ შერაცხა, მაშინ სად იყო ხაჩიძე და „ნაციონალური მოძრაობა“?“, - განაცხადა გიორგი ერისთავმა.
თენგიზ ერისთავი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 17 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ერისთავს ნარკოტიკები ჩაუდეს და ის აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია და მათი ვარაუდით, დაკავება შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






