სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, აპარატის თანამშრომლებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტოგადაღების დაშვებას ითხოვს.
ამის შესახებ ომბუდსმენმა ტელეკომპანია 'რუსთავი-2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას ისაუბრა.
"მემკვიდრეობა არის ძალიან რთული ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოხდეს საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი. საჭიროა სისტემური ცვლილებების გატარება, რადგან თუ არ მოხდა თითოეული პატიმრის უფლებების დაცვა შესაძლოა ისინი იქნან სხვა პატიმრების წინააღმდეგ გამოყენებულნი. თუნდაც ფარტენაძის საქმე, რომელიც ბოლომდე არ არის გამოძიებული და სადაც არის კითხვის ნიშნები გარკვეული პირების მონაწილეობაზე აღნიშნულ საქმეზე, უნდა იქნას ბოლომდე გამოძიებული.ასევე მნიშვნელოვანია ფოტო გადაღების უფლების მინიჭება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის,რომელიც აპარატის თანამშრომელს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები, მისი არსებობის შემთხვევაში. ამისთვის აუცილებელია კანონში ცვლილებების შეტანა. მხოლოდ გამოძიება არ არის პანაცეა, ფოტოგადაღების უფლების მოპოვება გვინდა“,- განაცხადა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






