ნადირაშვილი: ივანიშვილის მიმართ რატომ აქვთ სენტიმენტები შავი სამყაროს წარმომადგენლებს?
პოლიტიკა - 22:33, 23 Sep, 2014     1674

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. დეპუტატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ დღეისათვის ციხე გარედან მართავს კრიმინალს თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით:

„ციხეში აღარ ეშინიათ კრიმინალებს ჩაჯდომა კი არა, თქვენ ციხე სასიამოვნო ადგილად აქციეთ. როდესაც მე განცხადებები გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ეს იყო გამომდინარა ამ ჩანაწერებიდან, მე მოვისმინე ერთერთი პატიმრის სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ის ამბობდა, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მათ ამოისუნთქეს, იმისთვის, რომ მათ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ, რომ დასჭირდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სათითაოდ დახოცვა, ამას გააკეთებენ.

ამ მასალებთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა არსებობს, ეს არის პროკურატურის გამოძიების საგანი, მაგრამ დროზე საუბარი არის გაუმართლებელი, ამ ჩანაწერებში ეს ადამიანები თვითონ ამბობენ რომ საუბრობენ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. მე ნამდვილად არ მიკვირს მათი ასეთი დამოკიდებულება და გალაღება, იმიტომ, რომ ისინი თვითონ ხედავენ, რომ მთელი ქვეყანა იმართება ქურდული კანონებით და ქურდული წესებით, სწორედ აქედან გამომდინარე გრძნობენ ასეთ თავისუფლებას, მე ბრიფინგზე განვაცხადე კიდეც, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი არის ასეთი მენტალიტეტის მატარებელი, ის ქურდულად მართავს საქართველოს.

ბატონი ბიძინა, თავის შუშის სასახლეში გამოკეტილი გამოვა, არავითარი თანამდებობა არ უჭირავს, ხან პრეზიდენტს ურჩევს საქმეს, ხან ერთ მინისტრს, ხან მეორეს, ვინ არის ეს ადამიანი? რატომ გვირჩევს საქმეებს? რატომ აქვთ ასეთი სენტიმენტები ამ ადამიანის მიმართ შავი სამყაროს წარმომადგენლებს, ეს არის ჩემთვის სრულებით გაურკვეველი.

ის რომ ციხეს მართლაც მართავენ კრიმინალები, ეს არის ღია, მე არ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ იყო ციხეში პრობლემები, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გამოესწორებინათ სიტუაცია, მივიღეთ ვითარება, როდესაც ორ დღეში სამი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, მთავარი არის ის, რომ კრიმინალურმა სამყარომ უკვე ააწყო თავისი ქსელი, ეს ყველაფერი გადმოდის ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ციხე გარედან მართავს კრიმინალს თბილისის ქუჩებში“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42