"ზვიად, ამას ვირეშმაკობა ჰქვია, პრეზიდენტის გასამართლებას და შეწყალებას კი პოლიტიკური დევნა"
პოლიტიკა - 14:49, 23 Sep, 2014     2421
"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მუხრან ბურჭულაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ძიძიგური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს, შეწყალების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს.

„ძიძიგურმა პრეზიდენტ სააკაშვილის დევნის გეგმა გაახმოვანა რაც მხოლოდ მას არ უნდა ეკუთვნოდეს. ანუ, როგორც ჩანს კოალიციის რიგებში ამ აზრს ჰყავს მხარდამჭერები და ის ერთი არაა ვინც სააკაშვილის დევნის მთელ სცენარს თხზავს. ის რაც ძიძიგურისგან მოვისმინეთ არის ყოვლად მიუღებელი და მითუმეტეს მეგობარი ქვეყნებისთვის, რადგან კანონმდებელმა პირდაპირ მიუთითა სასამართლოსაც, მთავრობასაც და საქართველოს მოქმედ პრეზიდენტსაც თუ რა სახით უნდა განხორციელდეს სააკაშვილის დევნა. ერთი შეხედვით ეს მარტივად ჟღერს, თუმცა აქ იკვეთება თუ რაოდენ პოლიტიზირებულია პროკურატურა და რა სახის ზეწოლას განიცდის სასამართლო",- განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, შეწყალების მექანიზმი ვერ ამოქმედდება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის და მისი ბრალეულად ცნობის გარეშე.

"ამასთან "ოცნებამ" იმდენად შეტოპა, რომ თავს ვეღარ იძვრენს მდგომარეობიდან, ხელისუფლება გარკვეულ დისკომფორტს განიცდის ყოფილი მმართველი პარტიის წევრების პოლიტიკური დევნის გამო და მას ხშირად უწევს თავის მართლება. დღეს ყველა აცნობიერებს რომ სახელმწიფოს ამით წარმოუდგენელი ზიანი მიადგება, ხოლო პოლიტიკური პატიმრები და ოპოზიციის დევნა საბოლოოდ შეიწირავს მოძალადე ხელისუფლებას. ამიტომაც ვერ დამალა ძიძიგურმა და გაახმოვანა ვითომ თავის დაძვრენის გეგმა.

ამას სხვაგვარად ვირეშმაკობა ჰქვია ზვიად, ხოლო პრეზიდენტის გასამართლებას და შეწყალებას პოლიტიკური დევნა“,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

ზვიად ძიძიგური: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა იქნას ამოქმედებული და პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ექსპერზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გამოძიება არ მოხდება, კიდევ უფრო აზარალებს ქვეყანას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42