ყველა გაგებით ახლა უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 14:23, 23 Sep, 2014     834

ბალტიელ კანონმდებლებთან პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლიტვის ოცწლიანი ურთიერთობები მიმოიხილეს და აღინიშნა, რომ ისევე როგორც ქვეყნებს შორის, ასევე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები დღეისათვის ძალიან აქტიურია და ორივე მხარემ თანამშრომლობის მაღალ ტემპში გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლიტველ დეპუტატებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და უელსის ნატოს სამიტზე გაამახვილა.

„ყველა გაგებით ახლა უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან და ამ ურთიერთობების დამყარებაში ლიტვის დეპუტაციას დიდი წვლილი მიუძღვის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ლიტველი სტუმრების შეფასებით, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლის კუთხით და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. აღინიშნა, რომ პროცესების კიდევ უფრო აქტიურად განვითარებისთვის ლიტვური მხარე მზადაა მხარში ამოუდგეს საქართველოს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ლიტველი დეპუტაცია საკანონმდებლო ორგანოში დღესვე რამდენიმე შეხვედრას გამართავს, ასევე შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც შედგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42