„ივანიშვილი მთელ ქვეყანას თავში წამოსაკრავებად უყურებს და ფიქრობს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა არის შესაძლებელი- პარტიების, პარლამენტის, პრეზიდენტებისა და ა.შ. თუ ნაყიდი აღ აკმაყოფილებს და ვერ უმართლებს , მერე ამას საზოგადოებას აბრალებს.“- აცხადებს ლეიბორისტული პარტიისლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილმა ამომრჩეველი მოისყიდა. „რამდენი დაუჯდა მარგველაშვილის გაყვანა პრეზიდენტად, ჯერ ეგ გვითხრას, მე როგორც ვიცი, ეს ასეულობით მილიონი დაჯდა. 100-200 ლარებს სახლებში ურიგებდა „ოცნება“ გამყიდველ ხალხს საარჩევნოდ და ვის მოსყიდვებზე ლაპარაკობენ?!“
ქვეყნის პირველი ლეიბორისტის განცხადებით, იმ აზრის გავრცელება, რომ „ნაციონალები“ თბილისში მაიდნის მოწყობას აპირებენ, ივანიშვილს შინაური მტრის ხატის შესაქმნელად ჭირდება. „ივანიშვილს უნდა შინაური მტრის ხატი შექმნას და ასე გაიმტკიცოს ძალაუფლება . ასეთი მეთოდით ის ისევ მოიყვანს „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში. თუ არ შეასრულა დაპირებები და არ დაიწყო ფულის დახარჯვა, რისი იმედიც ხალხს ჰქონდა და მანაც მისცა პირობა, თუ აქეთ დაიწყო ფულის შეწერები, ის „ნაციონალები“, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, კვლავ იტყვიან თავის სიტყვას.“
ნათელაშვილს სააკაშვილის ქონების დაყადაღება არასწორად მიაჩნია, "ამით იმის გათეთრება ხდება, რაც დააშავა სააკაშვილის რეჟიმმა, თითქოს კაცს მეტი არაფერი ჩაუდენია იმის გარდა, რომ აქვს სახლი. ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა , სად ინახება მისი და სააკაშვილის ფულები, ერთ ოფშორულ ზონაში აქვს ორივეს საბანკო ანგარიშები. ბიძინა ხომ ურიცხავდა მას ამ ანგარიშებზე, მაგრამ არც ერთი ამბობს ამას და არც -მეორე, ესენი ახლა გვეთამაშებიან პინგ-პონგს და ამით ერთობიან."
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, მსგავს სიტუაციაში და მოქმედი საარჩევნო კოდექსის პირობებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც არ აქვს აზრი, "არანაირი აზრი არ ექნება ახალ არჩევნებს. ისევ პირველ ადგილზე დაწერენ ან "ნაციონლებს", ან "ოცნებას" და სამეულში ბურჯანაძეც იქნება, რათა დაუდასტუროს გაყალბებული არჩევნების შედეგი. ეს გახდა ახლა ამ ქალის პროფესია. წინათ პურში, ფქვილში აკეთებდა მისი ოჯახი ფულს და ახლა ამით აკეთებს. მან დაუდასტურა მარგველაშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო კანონიერი, მერე ადგილობრივი არჩევნების კანონიერება დაამტკიცა. ამით ბიუჯეტიდან ჯერ წაიღო მილიონი, მერე 600 ათასი.
ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილს კახეთში, ყურძენთან დაკავშირებით, თავისი ბიზნეს ინტერესები აქვს, „ივანიშვილის მიზანია , რომ ქართული ვაზიც და ღვინოც მისი ოჯახის ბიუჯეტში წავიდეს, სწორედ ამიტომ თავის ძმას, ბატონ ადიკოს შეუსყიდა მთელი კახეთის ზვრები და მისი ქარხნები გაქანებულები ეზიდებიან ღვინოს რუსეთში. ეტყობა გლეხების ყურძენი აღარ უნდა, ან იმ გროშების გადახდაც აღარ აწყობს.“
წყარო "ქრონიკა+"
მასალის გამოყენების პირობები






