დღეს პარლამენტმა უკანონო კომიტეტის სხდომა ჩაატარა - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 18:19, 22 Sep, 2014     1977

თბილისის პარლამენტის შენობაში დღეს განათლების კომიტეტის სხდომა ჩატარდა. რაზეც "დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მუხრან ბურჭულაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომა კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ქუთაისის პარლამენტშია განსაზღვრულ.

„დღეს თბილისის პარლამენტის შენობაში ჩატარდა განათლების კომიტეტის სხდომა, ბევრი საკითხი იყო გასავლელი, თუმცა, კითხვის დასმის და საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება წაგვერთვა არასამთავრობო სექტორს. პირად საუბრებში სიამოვნებით გესაუბრებიან, თუმცა, საჯაროდ ჩვენ არ გვაქვს მათთან ერთად განხილვის და პოლემიკაში შესვლის საშუალება. რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ჩაკეტილია ხელისუფლება და რამდენად არ სურს მისთვის მიუღებელი აზრის მოსმენა.

ძალიან ბევრი საკითხი იყო რაზეც ჩვენ ჩვენი შენიშვნების გაჟღერება გვსურდა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სხდომა დღეს იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და კანონგარეშე. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია, ქვეყნის უმაღლესი კანონი პირადპირ გვეუბნება, რომ პარლამენტის საქმიანობის ადგილი არის ქუთაისი, ამაში იგულისხმება როგორც პლენარული სხდომები, ასევე კომიტეტის სხდომები, რეალურად იყო კანონგარეშე, თავისუფლად შეგვიძლია ყველას, წავიდეთ, დავსხდეთ „შემოიხედე გენაცვალეში“ და ვიჭორაოთ ნებისმიერ საკითხზე.

კანონის მიღების პროცედურა რა თქმა უნდა დაწერილია საქართველოს კანონმდებლობით. მთელი კანონმდებლობა, პრინციპები დაირღვა, შესაბამისად ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული მსგავს სხდომაზე იქნება კანონგარეშე და მას არ ექნება კანონის ძალა. ეს იქნება არალეგალური, არსებობს ლეგიტიმაცია და ლეგალიზაცია ნებისმიერი ნორმის, ქმედების თუ ფაქტის. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ეს სხდომა.

დღეს არავის ყური არ შეუბერტყია და არ დაინტერესებულა იმ ათასობით მცირეწლოვანი ბავშვით, რომელსაც შეუზღუდეს უბრალოდ საშუალო განათლების მიღების საშუალება, ძველი რედაქციით „კანონი განათლების შესახებ“ ამბობდა, რომ თუ მოზარდი, ანუ მიმდინარე სასწავლო წელს ხდებოდა 6 წლის მას შეეძლო პირველ კლასში სწავლა. დღევანდელი კანონი ზღუდავს ამას და პერიოდი შეიკვეცა 31 დეკემბრამდე. თუ 31 დეკემბრამდე ბავშვი ხდება 6 წლის ის ჩაირიცხება სკოლაში. არ არსებობს ჯგუფი, კომისია, არავითარი მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ბავშვის უნარჩვევებს და მშობელს ექნება მისი შვილის შესაძლებლობების დადგენის საშუალება. რატომ უნდა წავართვათ ადამიანს განვითარების საშუალება, როდესაც ვამბობთ, რომ ხელმისაწვდომ განათლებაზე გვაქვს პრეტენზია. ბავშვები დავტოვეთ განათლების გარეშე სკოლის გარეთ. ათასობით ადამიანს ითვლის ეს.

მაშინ, როდესაც ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, პირდაპირ დაავიწყდათ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში, ისინი ვალდებულები გახადეს დაბრუნდნენ სამშობლოში, აიღონ აკადემიური წელი, გაიგრძელონ ვიზა და ჩამოვიდნენ. ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მოწოდება და ამას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება. ეს არის პირდაპირი ტყუილი და აბსურდი.

ამ საკითხების გაჟღერება გვსურდა, ამას გავაჟღერებდით კანონიერ პირობებში, თუმცა სხდომაზე მხოლოდ დასწრების უფლება ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს პარლამენტმა პირდაპირ უკანონო კომიტეტის სხდომა ჩაატარა თბილისის პარლამენტის შენობაში“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მუხრან ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42