ომბუდსმენი სურბ მინასის ტაძრის დაზიანებას ეხმიანება
პოლიტიკა - 17:49, 22 Sep, 2014     1049

საქართველოს სახალხო დამცველი სურბ მინასის ტაძრის დაზიანებას ეხმიანება. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში მე 18-ე საუკუნის მიწურულს აგებული სურბ მინასის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია გელათის ქუჩა №13–ში მდებარეობს.

სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნდეს მათ ისტორიულ მეპატრონეს.

გარდა ამის, სახალხო დამცველი მოუწოდებდა მთავრობას, ყველაფერი ეღონა, რათა ძეგლები არ დაზიანებულიყო და მათზე კონსერვაცია/რესტავრაციის პროცესი დაწყებულიყო.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თოთოეული ამ ძეგლის მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრული დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.

შეშფოთებით უნდა აღინიშნოს რომ, დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია შესაბამისი აღდგენა-შენახვითი სამუშაოები, რამაც ეს სავალალო შედეგები გამოიწვია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს დროული და ეფექტური ზომები, რათა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლები დაიცვას დაზიანება-დანგრევისგან და დაიწყოს ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხის გადაჭრა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42