"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა კოტე ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაა.
"ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში არეულობა სურს. ისინი უკვე ღიად დაუპირისპირდნენ შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს, გიორგი მღებრიშვილის უწყებას და პროკურატურას. სანდო წყაროს ინფორმაციით, ისინი აპირებენ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას. ეს სავარუდოდ, იქნება ლიტვინენკოს გარდაცვალების სცენარით. მოხდება მისი მოწამვლა", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ჰყავს მხარდამჭერები ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ მათ საქართველოში დესტაბილიზაცია სურთ.
"ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალური ორგანიზაციაა და გიორგი მარგველაშვილის სიკვდილს ახალ ხელისუფლებას დააბრალებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა უკვე არსებობს", - განაცხადა კოტე ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






