სასჯელაღსრულების ტრენერები სპეციალური საშუალებების გამოყენების ტექნიკას პოლონელი ექსპერტებთან შეისწავლიან
პოლიტიკა - 16:38, 22 Sep, 2014     565

სპეციალური საშუალებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონქვემდებარე აქტის ამოქმედების პარალელურად, აღნიშნული ცვლილების ეფექტიანად და გამართულად იმპლემენტირების მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უფლებამოსილი პირების ტრენინგის მეორე ეტაპს იწყებს.

თხუთმეტ უფლებამოსილ პირს, როგორც ტრენერებს, სპეციალური საშუალების გამოყენების ტექნიკას პოლონელი ექსპერტები - პიოტრ იარჩევსკი და მიროსლავ კუსვიკი შეასწავლიან, რომლებიც კალიშეს სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ტრენერები არიან. მოგვიანებით, აღნიშნული ტრენერები სისტემის სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებსაც მოამზადებენ.

პრაქტიკულ ნაწილში ტრენინგის მონაწილეები, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით, სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციფიკას შეისწავლიან და საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნობიან.

სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ თეორიულ ნაწილს ტრენინგის მონაწილეები ქართველ ექსპერტთან ალექსანდრე დარახველიძესთან გაივლიან, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

ტრენინგის მონაწილეებმა მიმდინარე წლის მაისის თვეში უკვე გაიარეს ტრენინგის პირველი ეტაპი, რომელსაც ირლანდიელი ექსპერტი უძღვებოდა.

სწავლების მიმდინარეობას დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი გაეცნენ. სტუმრებს და მედიას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებისა და გარემოებების ამსახველი რამდენიმე მოდელირებული სცენარიც წარუდგინეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პატიმრობის კოდექსითა და მინისტრის ბრძანებით მკაფიოდ გაიწერა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარემოებები და საფუძვლები, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო. შესაბამისად, თუ ძალის გამოყენების საჭიროება დადგება, ძალა გამოყენებული იქნება ლეგიტიმურად და შექმნილი საფრთხის პროპორციულად, მკაფიოდ გაწერილი კანონის ფარგლებში. გარდა ამისა, განისაზღვრა პასუხისმგებლობა იმ პირების, ვის მიერაც იქნება გამოყენებული აღნიშნული სპეციალური საშუალებები. ამ ბრძანების ამოქმედებით არაფერი იცვლება იმ პატიმრებისთვის, ვინც წესის დაურღვევლად იხდის სასჯელს.

„ვერავინ მოითხოვს, რომ არ იყოს დაცული პატიმრებისა და პერსონალის უფლებები და უსაფრთხოება. საზოგადოებას აქამდე ესმოდა პატიმრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობისა და შეურაცხყოფის ადრესატი ზოგჯერ დაწესებულების პერსონალიც ხდება, რაც არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ ფაქტად. (ამ ორი წლის განმავლობაში 57 თავდასხმის ფაქტია დაფიქსირებული დაწესებულების პერსონალსა და ექიმებზე). წესრიგი ვერ იქნება დაცული შიშველი ხელებით, ამისათვის ზოგჯერ საჭიროა ლეგიტიმური ძალის გამოყენებაც, თუმცა აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამის საჭიროება მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც მსჯავრდებული არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოწოდებას წესრიგის დაცვისკენ“ - განაცხადა ბესიკ დევდარიანმა.

სპეციალური საშუალებების შესახებ მინისტრის N145 ბრძანება მიმდინარე თვიდან ამოქმედდა. სპეციალური საშუალებების დანერგვის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და წესრიგის ეფექტიანად დაცვაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42