„დღევანდელი ვითარება ორ სახელისუფლო შტოს შორის ლიდერობის მცდელობაა“
პოლიტიკა - 16:33, 22 Sep, 2014     1369

„დღევანდელი ვითარება ორ სახელისუფლო შტოს შორის ლიდერობის მცდელობაა“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „ვერსიასთან“ მთავრობასა და პრეზიდენტის დაპირისპირებაზე საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციური უფლებების გამო კი არ იბრძვიან, არამედ არკვევენ ვის რა პოლიტიკური წონა აქვს.

„დარწმუნებული ვარ, პრემიერი ისევ ივანიშვილი რომ ყოფილიყო, დღეს ეს ვითარება არ იქნებოდა. კულუარებიდან ვინ ვის რას კარნახობს, სხვა თემაა, მაგრამ ახლა ავანსცენაზე მაყურებელი მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს ხედავს. ეს ადამიანები კი დღეს ძალაუფლების მექანიზმებისა და კონსტიტუციური უფლებების გამო კი არ იბრძვიან, არამედ იმას არკვევენ, ვინ ვინაა და ვის რა პოლიტიკური წონა აქვს“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, თუ 2016 წლის არჩევნებზე მთავრობის რეიტინგი დაბალი იქნება, მაშინ ხელისუფლებაში მისი ოპოზიცია უნდა მოვიდეს.

„თუ 2016 წლის არჩევნებზე მთავრობის რეიტინგი დაბალი იქნება, მაშინ ხელისუფლებაში მისი ოპოზიცია უნდა მოვიდეს ანუ მარგველაშვილისგან იქმნება ოპოზიცია, რომელიც ხალხისთვის მისაღები უნდა იყოს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - აცხადებს ძაბირაძე.

კონსტიტუციონალისტი ასევე განმარტავს იმ უფლებებს რაც პრეზიდენტს და პრემიერის კონსტიტუციის მიხედვით გააჩნიათ.

„მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. მათ პარლამენტი ნიშნავს, მაგრამ _ არ ირჩევს. კანონში არც ის წერია, 100-ჯერ რომ ჩააგდონ პრეზიდენტის კანდიდატურები, მერე რა მოხდება. სულ რომ უზენაესი სასამართლოს გარეშე დავრჩეთ, არც პარლამენტს და არც მთავრობას საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ აქვს. ეროვნული ბანკის საბჭოსაც მთლიანად პრეზიდენტი წარადგენს, პარლამენტი კი ამტკიცებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. რაც შეეხება მთავრობას, როცა მის მიმართ უნდობლობის გამოცხადება იწყება და პარლამენტი პრემიერ- მინისტრობის ორ კანდიდატურას აყენებს, მათგან ერთს პრეზიდენტი ირჩევს. თუ, დავუშვათ, დეპუტატების ხმები გაიყო, პრეზიდენტს შეუძლია, ორივე კანდიდატურაზე უარი თქვას და ამ დროს უკვე პარლამენტმა თავისი კანდიდატურა სამი მეხუთედით წარადგინოს, ორი მესამედით კი დაამტკიცოს. თუ ასე არ მოხდა, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაშალოს პარლამენტი. ასევე, ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ვერც ბიუჯეტი მიიღო და ვერც მთავრობა გადააყენა, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი. მარეგულირებელი კომისიის წევრებსაც და პრეზიდენტსაც პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა საინტერესოა, რომ თუ პრეზიდენტი პარლამენტში საყრდენს მოიძიებს, მას შეუძლია გამოიწვიოს ხელოვნური პრობლემა და ვთქვათ, დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, თუმცა საყრდენი რომც ვერ ნახოს და გარანტიები არ ჰქონდეს, ამით არაფერს აგებს“, - განმარტავს ძაბირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42