მესტიასა და ანაკლიაში წყლების გამწმენდი ნაგებობების მშნებლობაზე 19 მილიონი დოლარი დაიხარჯება
პოლიტიკა - 14:55, 22 Sep, 2014     1805

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და კონტრაქტორ კომპანიას (ერთობლივი საწარმო „Pfeiffer“ - გერმანია და „Protechno“ - იტალია) შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა, Pfeiffer-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, სლობოდან ფილიპოვიჩმა და Protechno-ს წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი ჟვანიამ.

ხელშეკრულების მნიშვნელობა შეაფასეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა, ქეით ჯულიანმა.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობას. პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია, ღირებულება კი - 19,284,052.58 აშშ დოლარი. პროექტირებასა და მშენებლობას აზიის განვიტარების ბანკი აფინანსებს.

კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში, რომლის მშენებლობასაც დღეს ხელმოწერილი კონტრაქტი ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი პროექტია. ის სრულად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. ჩამდინარე წყლების გაწმენდა განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ანაკლიაში, ისე მესტიაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. მხარეში განხორციელებული ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, რაც თავის მხრივ მიმზიდველი იქნება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42