ხოკრიშვილმა კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 14:43, 22 Sep, 2014     584

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კონი ჰიდეგაარდის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიიღეს.

ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში კლიმატის ცვლილების კუთხით მიმდინარე საქმიანობა გააცნო და გამოთქვა მზადყოფნა, 2015 წლისთვის წარადგინოს პოზიცია „ახალი 2015 წლის ხელშეკრულების“ ფარგლებში სათბურის გაზების ემისიის შემცირების ვალდებულებასთან დაკავშირებით. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებმა მიიღეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კლიმატის ცვლილების კონვენციით „ახალი 2015 წლის ხელშეკრულებასთან“ მიმართებულებით ქვეყნების თვალთახედვის შეჯერება საერთო პოზიციისაკენ სწრაფვის მიზნით. მრგვალი მაგიდა წინ უძღოდა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი–მუნის მიერ 23 სექტემბერს ნიუ–იორკშივე დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრას – კლიმატის ცვლილების სამიტს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მეთაური მიიღებს. სამიტზე ჩვენს ქვეყანას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42