"აღდგენილი სამართლიანობის" კამეჩი სხვა, არანაციონალი უდანაშაულოს კართანაც დაიჩოქებს - ზურაბ ჭიაბერაშვილი
სოც.მედია - 14:42, 22 Sep, 2014     1679
მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც სანდრას მიმართ მადლიერების გრძნობა გამოხატა, - ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას და სანდრა რულოვსის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.

,,ერთ გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი:

გიგის უკანონოდ დაპატიმრებების დროსაც ზოგიერთებმა ნიანგის ცრემლები გადმოყარეს: როგორ შეიძლებოდა გიგის დაჭერა, მან ხომ მე (ჩემს ახლობელს და ა.შ.) იმდენი რამე გამიკეთააა....

ახლაც ვკითხულობ: როგორ შეიძლებოდა სანდრას ბინის დაყადაღება, მან ხომ ქალებისთვის სკრინინგ-ცენტრი გააკეთა, მან ხომ ბავშვებს უმკურნალა და ა.შ.

ბოდიშს ვიხდი ზედმეტი კატეგორიულობისათვის და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩემს მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც ხელისუფლების უგუნურებამ შეაშფოთა, მაგრამ თუ მხოლოდ ამიტომ არის ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორება მიუღებელი, ეს "ბატონიბიძინას" "ქველმოქმედების" ლოგიკაა. ეს ვაკური "ჩვენ ბიჭებს იჭერენ" ლოგიკაა. ეს საბჭოთა ადამიანის ლოგიკაა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და თავად ეს პროცესი საფუძველშივე უკანონოა, სანდრა რულოვსის (ასევე გიული ალასანიას და მზია წერეთლის) სახელზე არსებული ჩვეულებრივი ქონების, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ჩვეულებრივ არამდიდარ ადამიანს, დაყადაღება არ შეიძლებოდა, რადგან ეს წინააღმდეგობაშია ქართულ კანონმდებლობასთან და სამართლის ელემენტარულ პრინციპებთან! მორჩა!

ამასთან, სანდრა რულოვსს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, ეს ფაქტი მაინც დააზიანებდა ქვეყნის იმიჯს გარეთ. მაინც!

მნიშველოვანია, ეს გვესმოდეს (განსაკუთრებით "პროცედურული დემოკრატიის" ადეპტებს მივმართავ) და არა ისეთი ფრაზებით, რომლის უკან შეიძლება იკითხებოდეს ლოგიკა - "მიშა კია ცუდი, მარა სანდრამ რა დააშვა".

სხვაგვარად, "აღდგენილი სამართლიანობის" კამეჩი სხვა, არანაციონალი უდანაშაულოს კართანაც დაიჩოქებს.

დიდი მადლობა სანდრას და მიშას“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42