ვოლსკი: საინტერესოა, კვესიტაძის გადაცემაში გასული ჩანაწერები როდისაა გაკეთებული
პოლიტიკა - 14:27, 22 Sep, 2014     1682
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნულ თემაზე „რუსთავი 2“-ზე გასულ ეკა კვესიტაძის მიერ მომზადებულ გადაცემას გამოეხმაურა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამით "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი წარსულის იმ ნაწილის გამართლებას ცდილობს, რომელიც ციხეს ეხება.

ვოლსკი აცხადებს, რომ დასადგენია ასევე, თუ როდის და რა პირობებშია გაკეთებული ის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელიც ეკა კვესიტაძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გამოიყენა.

"მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც, ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს, ძნელად თუ შეეცვლება აზრი, რომ ეს მნიშვნელოვანწილად იმ სტრატეგიითაა განპირობებული, რომლის ნაწილსაც ეკა კვესიტაძე, ან თუნდაც მისი მეუღლე, გარკვეული მედიასაშუალებები წარომოადგენენ. არის ძირითადი მიმართულება და გუნდი, რომელსაც მე პირადად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებს დავარქმევდი. რასაკვირველია, ციხეებში არსებული ვითარება ყოველთვის რთულია და კრიმინალური ავტორიტეტები, ასეთი მენტალიტეტის ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, ყოველთვის ეცდებიან, რომ გარკვეული პოზიცია მოიპოვონ. თუმცა მთავარია, რამდენად ეფექტურად დაუპირისპირდება ხელისუფლება ამ პროცესს. "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევის აზრი თავისი წარსულის იმ ნაწილის გამართლებაა, რომელიც სწორედ ციხეებს ეხება. გვეუბნებიან, რომ სწორედაც ასე უნდა გვემართა ციხე, გაგვეუპატიურებინა, დაგვემცირებინა, რათა არ ყოფილიყო ის, რაც რაც კვესიტაძემ თავის გადაცემაში აჩვენა. თუმცა ასევე საინტერესოა როდის, რა პირობებშია ეს ჩანაწერები გაკეთებული, საერთოდ როგორ გამოვიდა, ან ვინ მოუყარა თავი ამ ჩანაწერებს? ეს ჯერჯერობით არავინ იცის და შესაბამისმა სტრუქტურებმა ეს საკითხი უნდა შეისწავლონ" - განაცხადა ვოლსკიმ "პირველ პრესკლუბში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42