რეზო ამაშუკელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და გიორგი მარგველაშვილს ”ნაციონალებთან” ახლობლობაში ადანაშაულებს.
„როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო, როცა ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი ჰყავს?! მარგველაშვილი მთლიანად სააკაშვილის სადირიჟორო ჯოხის ქვეშ მოქმედებს! მე ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, როცა ეგ რიყეზე გამართულ ლიბერასტ-პედერასტების კონცერტზე მიქანდა. არადა, ის „ნაციონალების“ ორგანიზებული კონცერტი იყო და მთელი ბოკერია-გაბაშვილები იქ ეყარნენ!
ჩემთვის თუნდაც მარტო ის არის საკმარისი, რომ მარგველაშვილი მაცივრების „ბარიგა“ თემურ იაკობაშვილთან მეგობრობს და ამ „ნაციონალების“ „ყარაბას-ბარაბასს“ სთხოვდა, თურმე, ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებას!
მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი, სიცოცხლით ვარ ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე! ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მე ცოტა ძნელი საყიდელი ვარ, თუმცა, სხვებზე კარგად ვიცი ფულის ხარჯვაც და დროსტარებაც! ასე, რომ კარგად დაფიქრდეს დიდიც და პატარაც, რას გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო! ხომ გახსოვთ, მარგველაშვილი მუშტებს როგორ იქნევდა და როგორ იღრინებოდა, როგორც კი პრეზიდენტად ამირჩევთ, კოჰაბიტაცია იმ დღესვე დამთავრდებაო. მაგრამ როგორც კი სავარძელში ჩადეს, ვაჟბატონმა „პლასტინკა“ გადაატრიალა, იმიტომ, რომ მაგას და „ნაციონალებს“ ერთი სისხლი აქვთ, „პირდაპირ ასე დაწერეთ - მარგველაშვილი ამერიკაში კი არ უნდა წავიდეს, დუშეთში უნდა გადასახლდეს, წინსაფარი გაიკეთოს, ბევრი სიმინდი ჩაიყაროს და „ჯუ-ჯუ-ჯუ“ უძახოს თავის ქათმებს! ინდაურებს თუ გაურევს შიგადაშიგ, უკეთესია, იმიტომ, რომ ფხალაძე უდგას გვერდით და ინდაურის ჭუკებს ფხალი უყვართ! “, - განაცხადა ამაშუკელმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






