ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული თვისებები შეითვისა. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნა:
„ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი თვისება კარგად შეითვისა „ქართულმა ოცნებამაც“. მაგალითად თვითკრიტიკის განცდის უქონლობა. ბევრი მიმართულებით საკუთარ შეცდომებს ნაკლებად ამჩნევენ. მათი ერთერთი სუსტი მხარე ესეცაა. არ ხდება "ნაციონალური მოძრაობის" გამოცდილების გაანალიზება და მათი საინფორმაციო პოლიტიკის შესწავლა.
ვიდრე ქვეყანაში მოვლენებს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა წარმართავს, პოლიტიკური პროცესი მუდმივად დაძაბული იქნება. ამიტომ სასწრაფოდ შესამუშავებელია ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელზეც მუშაობა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი არ უნდა დაიწყოს, არამედ 2015 წლის ბოლოსთვის საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი მუხლის მიმართ კითხვა აღარ უნდა არსებობდეს.
ნუ დავიყრუებთ ყურს და დავიბრმავებთ თვალს, დროულად მივხედოთ მართლმსაჯულებას, ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ რჩებიან პროკურატურაში ის კადრები, რომლებმაც ქვეყანაში უსამართლობა დაამკვიდრეს“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






