„ნაციონალური მოძრაობა“ პენიტენციალურ სისტემაში გამოძიების დაწყებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:52, 22 Sep, 2014     1486

„ნაციონალური მოძრაობა“ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

„ერთიანი ნაცილნალური მოძრაობა მოითხოვს: დაიწყოს გამოძიება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. ყველა პირს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს აღნიშნულ დანაშაულში გამოძიების პერიოდში შეუჩერდეს უფლებამოსილება. •კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში შექმნის სიტუაციაზე პასუხების გასაცემად“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ჩანაწერებსაც ეხმაურება. მისი თქმით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ.

„იმ ჩანაწერებიდან, რომელიც გაავრცელა ერთერთმა ტელეარხმა, ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად და იდეოლოგად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანი, სოლოლაკის შუშის სასახლიდან სწორედ ქურდული ტრადიციების სრული დაცვით მართავს სახელმწიფოს. არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთან და საკუთარ მთავრობასთან. საზოგადოებას კი მოუწოდებს გაგებით მოეკიდოს მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ძარცვა–დაუთოვებას. ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის კონტროლის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას, ამის დასტურია გასულ კვირას საეჭვო გარემოებებში 3 პატიმრის გარდაცვალება. ციხის გარეთ კრიმინალურ ჯგუფებთან გარიგებები, გახსენებთ რემენას, ლავასოღლის მაგალითებს, პროკურორის მანქანის დაწვას, ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლება იწვევს დანაშაულის ზრდას, ძალადობას, რეკეტს, ქუჩის გარჩევებს, დაშინებებს. პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას და ჩამოშლას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. უუნარო პრემიერ მინისტრი, უსუსური და ქვეყნის სასაცილოდ ქცეული შიანაგან საქმეთა მინისტრი 90 წლების კადრებით და რეიდებით ცდილობენ კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციას. პრობლემის დამალვა და უგუვებელყოფა, სტატისტიკის გაყალბება ამ მთავრობის საფირმო ნიშნად იქცა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოეფხვრათ ციხეებში არსებული პრობლემები და შეექმნათ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტეური მექანიზმი, მივიღეთ მეორე უკიდურესობა. მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად გადააბარა ქურდებს“, - აცხადებს ნადირაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42