საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით კომენტარს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აკეთებს, ექსპერტი აღნიშნული თემის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
როგორც ცისკარიშვილი განმარტავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქონების დაყადაღებისთვის დრო შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია, რადგან ეს გარემოება პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის ერთგვარ ხელისშემშლელ ფაქტორად ქცეულიყო:
„მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ სააკაშვილის ქონების დაყადაღებისთვის დროის ეს მონაკვეთი შეიძლება შეერჩია „ნაციონალურ მოძრაობას“. ნურც მთლად ზღაპრად მივიჩნევთ ჩემს მოსაზრებას, რადგან იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს კვლავაც დიდი გავლენა აქვს რიგ პროკურორებზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს მთავარ პროკურატურაში დღემდე ინარჩუნებენ.
შესაბამისად, თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ ღარიბაშვილის ვიზიტისთვის ხელის შესაშლელად რაიმე მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, შეიძლება ერთ-ერთი ესეც იყოს“, - აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






