ექსპერტი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ინტერესებში საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანება შედის.
„დარწმუნებული ვარ, რომ გაერო-ს 69-ე ასამბლეაზე აუცილებლად მივა. ალბათ, მუშაობს, რომ მიიღოს აკრედიტაცია, ის აუცილებლად შეეცდება, დაფიქსირდეს მნიშვნელოვან სამიტებზე. მეტიც, ის შეეცდება ორ საკითხს გაუსვას ხაზი, ერთი ის, რომ ყველგან მიღებულია და სასურველი სტუმარია მნიშვნელოვან სამიტებზე, მეორე - ამავდროულად ის შეეცდება, მოახდინოს ძალის დემონსტრირება, რომ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და მნიშვნელობას არ ანიჭებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს. შეეცდება, აჩვენოს, რომ ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს პროკურატურის მოსაზრებები მის ბრალთან დაკავშირებით. სააკაშვილის მიზანია, გააღიზიანოს საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა კახიშვილმა გაზეთ "ქრონიკასთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






