საპარლამენტო უმცირესობა სასჯელაღსრულების სიტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს და ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ის ფაქტები, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმისვხედავთ არის უაღრესად შემაშფოთებელი. ამის იქით უკვე კატასტროფა იწყება. არავინ არ ხატავს აპოკალიფსურ სურათს, მაგრამ მიმაჩნია ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, კი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ვითარებას საკუთარი განცხადებებით შეგნებულად ამძიმებენ.
„სასჯელაღსრულების სისტემაში წესრიგის დამყარების ის ფორმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნდა ითვალისწინებდა წამებას, სიცოცხლის წართევას და ასე შემდეგ. სწორედ ამის გასამართლებლად ხდება ამ თემების დამძიმება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბოლო დღეების განმავლობაში სამი პატიმარი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






