ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ოთხ ძირითად შეხვედრას გამართავს
პოლიტიკა - 10:57, 22 Sep, 2014     1155

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ“ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულბის საკითხებზე, სადაც სიტყვითაც გამოვა.

ასევე დაესწრება მეუღლესთან ერთად პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას.

პრემიერმინისტრი კლიმატის ცვლილებების სამიტსაც დაესწრება, 26 სექტემბერს კი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე.

23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდება ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე სიტყვით გამოვა კლიმატის სამიტზე, დაესწრება კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას - Cities as Labs of Innovation/ Remarks by President Obama “Stand with Civil Society Agenda” და MoMa-ს მუზეუმში ქართული ფილმების პირველ რეტროსპექტიულ ჩვენებას გახსნის. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად იმართება.

24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მიერ გამართულ მიღებას და სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრება. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე -,,Invest in Georgia’’ და კონფერენციაზე - „ღია მმართველობის პარტნიორობა“.

დღის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის სახელით და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანის მიერ გაეროს გენერალური მდივნის პატივსაცემად გამართულ მიღებებზე.

25 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში გვირგვინით შეამკობს 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა მემორიალს.

დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც საუდ ალ ფაიზალთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასსან რუანისთან, კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან, კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელით გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42