საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აშშ-ში გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხზე თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას დაესწრებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას 50 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ.
საუბარი მსოფლიოში ახლად წარმოქმნილ ინფექციების დროულად გამოვლენასა და რეაგირებას შეეხება. დელეგაციის წევრები სხვადასხვა დონის შეხვედრასაც გამართავენ.
„საქართველო წელს უკვე ჩაერთო გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების ღონისძიებებში. ეს მოიაზრბს ინფექციების კონტროლს ქვეყნების მასშტაბით და იმ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების განხორცილებას, რომელიც გარემოს დაცვითი, სოფლის მეურნეობის და ადამიანის ჯანმრთელობას გულისხმობს“. - განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აშშ-ში გამთენიისას გაემგზავრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






