Система-ვასაძე, ევტუშენკოვის დაპატიმრება და ივანიშვილის ღია კრიტიკა მარგველაშვილს
პოლიტიკა - 22:05, 21 Sep, 2014     6898
რუსული АФК Система-ს ხელმძღვანელი და მთავარი აქციონერი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რამდენიმე ხნის წინ სასამართლომ ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრა. მოგვიანებით კი საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გააკეთა, რომ ევტუშენკოვს შინაპატიმრობა მიუსაჯეს მის ჰოლდინგში შემავალი სანავთობო კომპანიის, Башнефть-ის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი, როგორც ყოველთვის, უარყოფს პოლიტიკურ ქვეტექსტებს, ფატქია, Башнефть-ის ხელში ჩაგდება სახელმწიფო კომპანია Роснефть-ს სურს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მეგობარი იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

9 მილიარდის მფლობელმა ევტუშენკოვმა სეჩინს უარი უთხრა Башнефть-ის სახელმწიფო კომპანია Роснефть-სთვის დაქვემდებარზებაზე, რომელიც გაკოტრებული Юкос-ის ნარჩენებით შეიქმნა. ხოლო ივლისის შუა რიცხვებში Система-ს Башнефть-ის აქციების 72%-იანი პაკეტის განკარგვის უფლება ჩამოართვეს, სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო.

გახდება თუ არა ,,Система“ რუსეთისთვის მეორე ,,იუკოსი“, ეს კითხვა უკვე დგას დღის წესრიგში.

რა კავშირი ჰქონდა ქართველ ბიზნესმენს ლევან ვასაძეს მილიარდელ ევგენი ევტუშენკოვთან.

„Система " ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანია, რომელიც რუსული ბიზნესის სხვადასხვა სფეროშია საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი. ევტუშენკოვს, რომელიც მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, პირადი კონტაქტები გააჩნდა ვლადიმერ პუტინთან.

ამერიკაში სწავლის შემდეგ, 90-იან წლებში ლევან ვასაძე რუსულ ბიზნესში იწყებს მოღვაწეობას და 1998 წელს ის კორპორაცია „Система"-ს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებს. რა დამსახურებისთვის წყალობდა ევტუშენკოვი ვასაძეს, უცნობია, თუმცა ფაქტია, ევტუშენკოვმა ვასაძეს აჩუქა „სისტემის" აქციების 0.3%, რომელთა ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 16 მილიონ დოლარს. 2000-2006 წლებში კი წელს ვასაძეს ,, Система“-ის ბიზნესსტრატეგიის შემუშავება ევალებოდა.

2006 წელს ევტუშენკოვმა ვასაძე „Система"-ის მიერ კონტროლირებადი სადაზღვევო კომპანია „როსნოს" გენერალურ დირექტორად დანიშნა. 2007 წელს „Система"-მ გაყიდა „როსნოს" აქციები, ხოლო ლევან ვასაძემ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა.

2008-2009 წლებში ვასაძე ბრიტანეთში აგრძელებს ცხოვრებას, ხოლო 2009 წელს საქართველოში დაბრუნდა. 2010 წელს ლევან ვასაძე აგრელებს რუსეთში ბიზნეს-საქმიანობას და მან მოსკოვში ჩამოაყალიბა პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ,,Prometheus Capital Partners“.

ლევან ვასაძე, რომლის შესახებ ბიძინა ივანიშვილი მუდმივ დუმილს ინარჩუნებდა.

მილიარდელების ევტუშენკოვის და ივანიშვილის საქმიანობა ორივე რუსეთს უკავშირება, თუმცა ევტუშენკოვის უპირატესობა ქართველ ოლიგარქთან ის იყო, რომ როგორც ბიზნეს სფერო იყო განსხვავებული, ასევე განსხვავებული და უფრო უპირატესი იყო ევტუშენკოვის გავლენა რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში. უპირატესის წყალობაც მეტი იყო ლევან ვასაძისთვის, რომლის მიმართ ბიძინა ივანიშვილი პირად პოზიციებს არასოდეს გამოხატავდა. იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ლევან ვსაძეს ფოკანის ქარხნის დათმობასაც აიძულებდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უარყვეს და აცხადებდნენ, რომ პირიქით, ივანიშვილი ვასაძის დახმარებას ცდილობდა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ლევან ვასაძემ კომენტარისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტების კითხვას თავი ტაძრის კურთხევაზე ყოფნის მოტივით აარიდა. მოგვიანებით კი ვასაძე ივანიშვილისთვის ორი ძეგლის დადგმაზეც საუბრობდა, თუმცა მისი გუნდის წევრებს ,,ტროას ცხენის ჯაშუშებს“ ადარებდა.

ევტუშენკოვის დაკავება და მარგველაშვილის ღია კრიტიკა ივანიშვილის მხრიდან.

თუმცა, უცნობია რა პოზიცია აქვს დღეს ლევან ვასაძეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, მას მერე რაც მისი მეგობარი საქართველოს პრეზიდენტი ღიად და საჯაროდ მედიის საშუალებით გააკრიტიკა და მთავრობის მუშაობის ხელის შეშლაშიც დაადანაშაულა. ასევე უცნობია ჯერ, ვის განიხილავს თავად ოლიგარქი მისსავე შექმნილ კოალიციაში ,,ტროას ცხენის ჯაშუშად“...

ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება ლევან ვასაძის მეგობარ და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან სწორედ რუსეთში ევტუშენკოვის დაპატიმრების თემას დაემთხვა. არავინ იცის რა ბედი ეწევა ვასაძის ლობს ევტუშენკოვს და და გაიზიარებს თუ არა ის რუსეთში ,, Юкос“-ის ბედს... ასევე უცნობია, როდემდე შეინარჩუნებს დუმილს ბიძინა ივანიშვილი ლევან ვასაძის მიმართ, მაშინ, როცა ის დუმილს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ არღვევს და საკუთარ გულისწყრომას საზოგადოს ხდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42