სახელმწიფო ედავება უკვე სააკაშვილის ოჯახის წევრებს, ამის ანარეკლი ძალიან მძიმე იქნება - შაშკინი
პოლიტიკა - 19:56, 21 Sep, 2014     3818
ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როგორც დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, ეს არის კიდევ ერთი მძიმე და ცუდი ნაბიჯი, რომელიც არის გადადგმული სახელმწიფოსა და მისი მომავლის წინააღმდეგ.

,,კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების ანარეკლს ჩვენ დავინახავთ უფრო მალე, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰქონია“, - აღნიშნავს შაშკინი და სააკაშვილის ქონების დაყადაღების მორალურ და სამართლევრივ მხარეებს განმარტავს.

,,პრეზიდენტის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას აქვს ორი მხარე, ერთი არის მორალური, ადამიანური და მეორე არის სამართლებრივი. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვერ ვიქნები მიუკერძოებელი ადაიანურ მხარესთან დაკავშირებით, დავიწყებ სამართლებივით, გამომდინარე იქიდან რომ იურისტი ვარ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ მსოფლიოში არსებობს ორი სამართლებრივი სკოლა - ანგლოსაქსური და გერმანული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის გერმანული სკოლის მიმდევარი, ავღნიშნავს, რომ არსებობს ანგლოსაქსური სკოლაც. დილეტანტებისთვის რომ ავხსნა, ანგლოსასური სკოლა არის დაფუძნებული პრეცედენტზე და გერმანული სკოლსითვის უფრო მნიშვნელოვანია კოდექსი და სამართლებრივი აქტები, რომელიც არის გამოცემული. არცერთი სკოლა - არც გერმანული და არც ანგლოსაქსური, არ აღიარებს და პრეცედენტს ვერ ნახავთ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა პირის ოჯახის წევრებს, ეს არის იურისპუდენციაში სრული ნონსენსი. ისევე, როგორც არ შეიძლება ერთი და იგივე დანაშაულისთვის პირი ორჯერ დასაჯო, ასევე არ შეიძლება იურისპუდენციაში დასაჯო ოჯახის წევრები სხვა ადამიანის შესაძლო დანაშაულისთვის“, - აღნიშნავს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი საბჭოთა სამართალს იხსენებს და გამნარტავს, რომ კომუნისტების დროსაც კი არ ჰქონია ადგილი ქონების დაყადაღებას თუ ის ქონება კრიმინალური გზით არ იყო მოპოვებული.

,,როდესაც დაუყადაეს ბინა ცოლს, დაუყადაღეს დედის, ბებიის ქონება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ედავება უკვე პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის წევრებს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ედავებიან ფულს და ამიტომ ქონებას უყადაღებენ. მაგრამ გაგახსენებთ, რომ თავად კომუნისტებსაც კი, ვისაც ახსოვს ის სამართლის სიტემა, არ მოსვლიათ აზრად, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო, თუ ეს ქონება არ არის ნაშოვნი კრიმინალური გზით. კომუნისტებს, სსრკ სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც მეც ვსწავლობდი, ჰქონდათ ბევრი კონფისკაციის თემა, ოღნდ ყველგან იყო განმარტებული, რომ კონფისკაციას ექვემდებარება ის, რაც არის ნაშოვნი კრიმინალური გზით. აქ საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება ედავო ადამიანს ბინაზე, რომელიც იყო ნაყიდი 90-იან წლებში და ედავო ამავდროულად დანაშაულის ჩადენას 2009 წელს. სამართლებრივ ლოგიკასაც არ ექვემდებარება. ამასთან, თვითონ მუხლი, რომელიც არის წაყენებული ითვალისწინებს გაფლანგვას. გაფლანგვა სხვა არის, ქრთამის აღება სხვა და მითვისება სხვა. ანუ ადამიანს უყადაღებ ქონებას დროში აცდენილად სავარაუდო დანააულთან, უყადაღებ ქონებას, რომელიც მისი საკუთრება არ არის და ამას დამატებული უყადაღებ იმ საბაბით, რომელიც ითვალისწინებს გაფლანგვას და არა მითვისებას. ეს არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, ამიტომ ვამბობ, რომ ამის ანარეკლი იქნება ძალიან მძიმე“, - აცხადებს შაშკინი და ერთადერთ გამონაკლისად რუსეთის იმპერიის სამართალი მოჰყავს.

,,ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც არსებობს ეს არის რუსეთის იპერიის სამართალი, როდესაც ივანე მრისხანემ გაასამართლა კატა იმიტომ, რომ იყო ხანძარი, როცა მან გაასამართლა ზარი იმიტომ, რომ დარეკა. ანუ ასეთი სამართალწარმოებისკენ თუ მივექანებით, გვითხრან მაინც, რომ ვიცოდეთ... გვეცოდინება რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ივანე მრისხანეს დროს რომ იყვნენ ,,აპრიჩნიკები“, მისი პირადი გვარია, რასაც უნდა იმას რომ აკეთებდნენ... ძაღლის თავები ჰქონდათ და ცოცხები... თუ ამ ძაღლის თავებისკენ მივდივართ გვეცოდინება და ხმას არ ამოვიღებთ...“, - დასძენს ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი სააკაშვილის ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების მორალუ მხარეზე საუბრობს.

,,ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა ციხეში რომ არის, ვინმეს ცხოვრება ამით შეიცვალა? ბენზინი ლარი გახდა? პროდუქტები გაიაფდა თუ სამუშაო ადგილები შეიქმნა? მორალურად ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანახაობა, როცა საქართველოს პირველი ლედის ინტერვიუ ვნახე. მე მას თვალებში ვერ შევხედე, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ხელისუფელბა არ ამირჩევია, მეც ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. როცა სანდრა რულოვსს და მის შვილებს ართმევ ბინას, გინდა, რომ გააგდო ამ ქვეყნიდან, მე მაინტერესებს, ჩვეულებრივი ქართველები, რომლებიც დადიან ამ ქვეყანაში, როგორ უნდა შეხედონ სანდრას თვალებში? ამ ქვეყანაში სიყვარულის და კეთილი საქმეების გარდა სანდრასგან არაფერი უნახავთ. განათლების მინისტრი ვიყავი 3 წლის განმავლობაში. რა პრობლემა ექნებოდა პრეზიდენტს, რომ მისი ოჯახისთვის რამე დაევალებინა... არასოდეს ამას ადგილი არ ჰქონა, პრეზიდენტის შვილებისგან გარდა სწავლისა და სიკეთისა ამ საზოგადოებას არაფერი გაუგია, მისი უფროსი ვაჟი იყო სამაგალითო ბავშვი და სწვლით გამორჩეული. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ხოლმე შვილების მიმართ შეკითხვები, ბევრს თავში უვარდება და ა.შ. ისე გაზარდა ოჯახმა ეს ბავშვები, რომ არავინ არასოდეს შეუწხებიათ“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ხმას ამოიღებს და ექსპრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდაც გახდება საჭირო. შაშკინი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას იხსენებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პოლიტიკა პიროვნულ დაპირისპირებაში გდავიდეს.

,,პირველი პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებლობა მოუტანა ქვეყანას, ქვეყნიდან გააგდეს და მოკლეს ემიგრაციაში, კაცი, რომელმაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოუტანა. მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა შექმნა, არარსებული წარმონაქმნი გახადა ქვეყანა, ეხლა არა მარტო მას, არამედ ოჯახის წევრებსაც სდევნიან. შევარდნაძეც კი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ზიზღი ამოძრავებდა ზვიად გამსახურდიას მიმართ, მას, კიტოვანს და ჯაბა იოსელიანსაც კი არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ კოლხური კოშიკიდან მისი ოჯახი გამოესახლებინათ, იგივე დამოკიდებულება იყო შევარდნაძის მიმართ სააკაშვილის მხრიდან... არ შეიძლება, რომ პოლიტიკა გადავიდეს პიროვნულ დაპირისპირებაში“, - დასძენს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42