სიბნელე და რეგვენობა, რომ არა, ამ ეროვნულ გარყვნილებას – ცილისწამებას, ამხელა ძალა არ ექნებოდა ჩვენში. მატლი საუკეთესო ხილს ირჩევს, ასევე იქცევა ცილისმწამებელიც. ის ღირსეულ პიროვნებას ესხმის თავს.
საბედნიეროდ, არსებობს ცილისწამებაზე უფრო დიდი იარაღი – სიმართლე … და არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გაცხადდეს.
ამიტომ აი, თქვენ ГРУზინებს ჩემგან 13 ნიშანი, “ქართული ოცნება“ თუ როგორებად დარჩებით ისტორიაში.
13 მთავარი ნიშანი
უამრავ სხვა სისულელეში თქვენი მთავარი სისულელე – ტყუილი.
უამრავ სხვა მარცხში თქვენი მთავარი მარცხი – დილეტანტობა.
უამრავ სხვა კომპლექსში თქვენი მთავარი კომპლექსი – შური.
უამრავ სხვა შეცდომაში თქვენი მთავარი შეცდომა – მონობა.
უამრავ სხვა დანაშაულში თქვენი მთავარი დანაშაული – უმადურობა.
უამრავ სხვა სიყალბეში თქვენი მთავარი სიყალბე – საკუთარი ღირსების
სიმცირე.
უამრავ სხვა უმწეობაში თქვენი მთავარი სიმხდალე – თავისუფალი პიროვნების სიძულვილი.
უამრავ სხვა ილუზიაში თქვენი მთავარი ილუზია – ნიჭიერებისადმი შიში.
უამრავ სხვა მწუხარებაში თქვენი მთავარი წუხილი – ოცნება.
უამრავ სხვა ნაკლოვანებაში თქვენი მთავარი ნაკლი – შეუგნებლობა.
უამრავ სხვა ნიშანში თქვენი უუნარობის მთავარი ნიშანი – უტიფრობა.
უამრავ სხვა ნიშანში თქვენი გაუნათლებლობის მთავარი ნიშანი – კერპთაყვანისმცემლობა.
უამრავ სხვა ნიშანში თქვენი განუვითარებლობის მთავარი ნიშანი – უსინდისობა.
და მეთოთხმეტე ნიშანი ჩემგან საჩუქრად – თქვენი პრიმიტიობის მთავარი ნიშანი – სხვისი წარმატება თქვენი პირადი შეურაცხყოფა.
დავით დეფი
მასალის გამოყენების პირობები






