,,ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დროებითი მოვლენაა“ - სანდრა რულოვსი
პოლიტიკა - 23:19, 20 Sep, 2014     4437
ექსპრეზიდენტის ქონების დაყადაღების ფაქტს ამსტერდამიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. როგორც ,,რუსთავი 2“-თან სანდრა რულოვსმა განაცხადა. ბინა, რომელშიც ის შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, მისი მამის ნაჩუქარია.

,,როცა გავთხოვდი 20 წლი წინ, მაშინ პეროვსკაიაზე იყიდა ბინა ჩემთვის, ჩემს სახელზე არის გაფორმებული. ეს ბინა გავყიდე, შემდეგ ვიყიდე საბურთალოზე, ისიც გავყიდე და ვიყიდე ბარნოვზე. ანუ ეს არის მამაჩემის გულით და სულით ნაჩუქარი ბინა.

ის ბინები, სადაც ჩემი დედამთილი და ბებია ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ შეძენილი და თაობიდან თაობაზე გადასული და საერთოდ რა შუაშია ეს ბინები... ჩვენ ამდენი წელი სიკეთის მეტი რა გაგვიკეთებია და ეხლა რომ მინდა დავბრუნდე თბილისში და გავარგძელო ცხოვრება და სიკეთის კეთება, ამის საშუალებას არ მაძლევენ.

ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც დაგვადგება და გვეტყვის, რომ უნდა გავიდეთ. ასეთი ტრამვა ჩემმა შვილმა და მეც არ მინდა რომ განვიცადოთ. 20 წელია საქართველოში ვარ და ასეთი რამ დავიმსახურე? ეს კითხვა მაქვს . მე ოპტმისტურად ვუყურებ ყველაფერს, მე მგონია, რომ ეს გაუგებრობა გაირკვევა, არის კიდევ გზა და მჯერა, რომ მშვიდად გავაგრძელებთ საქართველოში ცხოვრებას მრავალი წელი“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ექსპრეზიდენტის მეუღლე მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დროებითი მოვლენაა.

,,ჩვენ მაინც გვგონია, რომ ეს დროებითი ფაქტორია, რომ მიშა ქვეყნიდან იყოს წასული. მე ვიფრქობ, რომ როცა მცირეწლოვანი შვვილი გყავს და დადის სკოლაში, ჰყავს თავისი სოციუმი, არ უნდა შეწყვიტოს აქ ცხოვრება და წავიდეს სხვა ქვეყანაში. ეს იყო ჩემი პრინციპი. თითქოს მშვიდად ვცხოვრობდით თბილისში, თუმცა ამ ზაფხულს ყველაფერი დაიძაბა. ჰოლანდიაში ვიყავი დასასველებლად და მედიით გავიგე, რომ ჩემს მეუღლის ირგვლივ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ იძებნება“, - განაცხადა რულოვსმა, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკა ადამიანების კარგად გაცნობის საშუალებაა.

,,მე არ მიგრძვნია რამე მტრობა და ცუდი დამოკიდებულება. პოლიტიკა მშვენიერი საშუალებაა, რომ მეგობრებში კარგად გაერკვე - ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ - მედროვე. ჩემი დასკვნა, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, გავაკეთე და ვიცნ დარჩა ჩემს გვერდით, მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ და მე აქამდე თავს კარგად ვგრძნობ საქართველოში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტის მეუღლემ.

სანრდა რულოვსმა მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სურვილია სწავლის გაგრძელება ჯანდაცვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლოს საქართველოსთვის. რულოვსი თვლის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი შედეგიანი იყო საქართველოსთვის. რაც შეეხება იმას, როდის უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, პირველი ლედის პირობებში თუ დღეს, რულოვსი პასუხობს, რომ მას არ ეგონა თუ ამხელა სირთულეები დახვდებოდა წინ

რამდნიმე დღის წინ ნამდვილად მივხვდი, რომ სირთულეები წინ გვაქვს, რაც არ მეგონა ნამდვილად. მეგონა რომ მაქისმუმი გავაკეთეთ, სახეზეა ცვლილებები პრეზიდენტობის შედეგად, მე ვამაყოფმ რაც გამიკეთებია სხვადასხვა სფეროში, შევიძინეთ მრავალი საერთაშრისო მეგობარი, ეს ყველაფერი მემგონი კარგი შედეგი იყო საქართველოსთვის და ამით მე დღესაც ვამაყობ“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42