"ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე"- პატარა ბიჭის გაკეთებული დიდი სიკეთე
სოც.მედია - 15:55, 20 Sep, 2014     11390

ამ უჩვეულო ამბავს ერთი ქალბატონი შეესწრო, რომელმაც თავისი ემოცია ფეისბუქით სხვებსაც გაუზიარა, საბოლოოდ კი პატარა ბიჭის მიერ გაკეთებული დიდი სიკეთის ამბავი უამრავმა ადამიანმა გაიზიარა,

"ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე. ვერ მოვისვენებ გამორიცხულია.

მოკლედ, გუშინ შუადღისას, სამსახურიდან რამდენიმე წუთით უნდა გავსულიყავი . გავედი. გვერდით სკოლაა, სკოლის გვერდით საცხობი. საცხობთან ქალი იდგა , პატარა II – III კლასელ ბიჭთან ერთად. (როგორც მერე გავიგე დედა–შვილი იყვნენ). ბავშვი, ალბათ სახლამდე ვერ ითმენდა, დედამ უყიდა ხაჭაპური და ჩემს წინ გააგრძელეს გზა. ბავშვი ჩამორჩა და ცდილობს ხაჭაპური სასწარფოდ ამოიღოს პარკიდან. ამ დროს მივუახლოვდით პატარა ბავშვს , რომელიც ხშირად ზის სკოლის შესასვლელთან და დახმარებას ითხოვს ხოლმე. ხაჭაპურიანმა ბიჭუნამ დაინახა , თვალი გააყოლა და ქალს დაუძახა დედა დამელოდეო. სწრაფად მივიდა რაღაც ჩასჩურჩულა , დედას გაეცინა , თავი დაუქნია და ბიჭი სასწრაფოდ მობრუნდა სკოლასთან მჯდარი ბავშვისკენ.

გზა ვეღარ გავაგრძელე, თითქოს რაღაცას ველოდი და იქვე დავდექი . ბიჭუნა მიუჯდა ამ ბავშვს ისე , რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. როგორც იქნა ამოიღო ხაჭაპური, ძალიან სერიოზული სახით, (ეტყობოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდა) გადატეხა შუაზე. ეს ორი ერთნაირი ნაჭერი ერთმანეთს დაადო, ხელით შორს გაწია , ცალი თვალი დახუჭა, ალბათ, ზომავდა სწორად გატეხა თუ არა , კმაყოფილი სახით ერთი ნაწილი ისევ პარკში ჩადო , მეორე კი ამ ბავშვს ჩაუდო ხელებში. ეს ბავშვი თავის მხრივ გაკვირვებული თვალს არ აცილებდა. ბიჭი ისევ ისე უხმოდ ადგა, დაეწია დედას და გზა გააგრძელა ასკინკილით და ბედნიერმა .

მე ვდგავარ გაშეშებული ყელში ბურთი იზრდება და იზრდება, ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. წავედი და დაწევისას ვფიქრობ, იქნებ მივიდე და ყველაფერი ვუთხრა რასაც ვფიქრობ . იქნებ, ვუთხრა, ეს პატარა კაცუნა რამდენჯერ დიდია ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობაზე. ან ამ ქალს ვუთხრა რა ბრილიანტი დაყავს ყოველდღე ამ გზაზე ან ისე ჩავეხუტო და სულ ნურაფერს ვიტყვი.

ყელში ბურთი მახრჩობდა და ვერაფერი ვქენი მალევე სხვადასხვა გზით წავედით და ზუსტად ვიცი ძალიან დიდი ხანი უნდა ვინანო.

მას მერე ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ამ პატარა ბიჭუნას ცხოვრებაში , რომ სხვანაირი გახდეს და რა უნდა მოხდეს მეორე ბავშვის ცხოვრებაში , რომ ეს მისი ტოლი ბიჭი დაავიწყდეს, მის თვალწინ საგულდაგულოდ, რომ ცდილობდა ლუკმის გაყოფას
კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ ისედაც დიდი ტექსტი გამოვიდა ...

(ცუკერბერგ, შენც ჯიგარი ხარ, ყველასთვის ერთიანად, რომ შემიძლია ამის მოყოლა :))) )"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42