პარლამენტში ფარულ მოსმენების საკითხზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 15:03, 20 Sep, 2014     1562

ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის დღევანდელი სხდომის განხილვის მთავარ თემას კვლავ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგენს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორის ეკა გიგაურის განცხადებით ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან მობილური ოპერატორების ხელში უნდა გადავიდეს.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. წლების განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ ძალიან დიდი უფლებამოსილება და საშულებები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც პირდაპირ წვდომას ახდენდა ჩვენს სატელეფონო საუბრებზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან არ გაამართლა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახლა უნდა ავიღოთ და გამოვიყენოთ ევროპული მოდელი, სადაც გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში", - განაცხადა გიგაურმა.

ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისია დღეს კიდევ ერთ საკითხს, მობილური ოპერატორების სერვერებზე დაცული ინფორმაციის შსს-ის მიერ აღებაზე კონტროლის მექანიზმის დაწესებას განიხილავს.

"მობილურ ოპერატორებში სერვერებზე არის დაცული ინფორმაცია, მაგალითად, ვის დავურეკეთ, ვის გავუგზავნეთ სმს და ა.შ. ამ ინფორმაციასაც შს იღებს კონტროლის გარეშე და ამისთვის არც სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც დასარეგულირებელია", - აღნიშნა გიგაურმა.

კომისიის წარმომადგენელის , გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით კი, კონსენსუნსის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები რთული იქნება. ტუღუშის თქმით მოლაპარაკებების ფარგლებში არაფერი პრინციპული ამ ეტაპზე არ შეცვლილა.

"ჩემი აზრით, ძალიან ძნელი იქნება შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ მხარეები, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ, ჯერჯერობით ისევ თავიანთ პოზიციაზე რჩებიან. არაფერი პრინციპული ამ ეტაპზე არ შეცვლილა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძნელი", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშის თქმით ამ თემაზე სასაუბროდ სექტემბრის ბოლოს უცხოელ ექსპერტებს ელიან.

"დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უცხოელი ექსპერტების ვიზიტს, რომლებიც არიან ამ სფეროში აღიარებული. მათი მონაწილეობით 24-25 სექტემბერს შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობთ, ექსპერტების პოზიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რომ გახდეს ნათელი, სად უნდა ინახებოდეს ე.წ. გასაღები. ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ის მოდელი, რაც არის დღეს. როგორი ლამაზი სქემებიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, რისკები იქნება ძალინ დიდი, რომ მივიღოთ იგივე ვითარება, რაც ადრე იყო", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42