მის სახლს საუცხოო ხედი აქვს მანჰეტენზე... ცოტა ხნის წინ ბილ კლინტონთან ერთად ისადილა - New York Times სააკაშვილზე წერს
პოლიტიკა - 14:55, 20 Sep, 2014     13771

New York Times-ი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების დეტალებზე წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამჟამად მემუარებს წერს, კითხულობს საკმაოდ მაღალანაზღაურებად ლექციებს და მონაწილეობს ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებაში და ხვდება თავის ძველ ნაცნობებს - ჯონ მაკკეინს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს.

"ამბობს, რომ ტურისტული სტატუსის აშშ-ში სამუშაო ვიზის გადაცვლის პროცესშია, მანამდე კი თავისი ახალი სამშობლოს ბარებითა და კაფეებით ტკბება. სახლის ვერანდაზე კი, რომელსაც საუცხოო ხედი აქვს მანჰეტენზე, მხიარულად ატარებდა დროს დევიდ პეტრეუსთან, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორთან, თვის ბოლოს კი სტუმრად ელის საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის", - წერს New York Times-ის მიმომხილველი ჯეისონ ჰოროვიცი.

გამოცემის ცნობით ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ბიძის სახლში ცხოვრობს, რომელიც ნიუ იორკში, უილიამსბურგში მდებარეობს. როგორც სტატიის ავტორი წერს, მიხეილ სააკაშვილი მიდრეკილია იმისკენ, რომ ბევრი რამ დემოკრატიული მშენებლობის ჭრილში დაინახოს. მაგალითად, ის მოდურ კაფე "მოგადორს" თავის საყვარელ კაფეს უწოდებს, რადგან ძალიან დემოკრატიულია. "და ვიდრე ის უილიამსბურგში ცხოვრების სიძვირეზე წუწუნებს, თუმცა კი ამბობს, რომ ღარიბი არ არის, მაგრამ ფასები მართლაც იკბინება, თავისუფალი ინიციატივების ჩემპიონი თავისი ახალი მეზობლების სოციალურ მობილურობას აღმერთებს", - წერს სტატიის ავტორი.

„ყოფილი პრეზიდენტი მეტროთი მიდის მანჰეტენში, სადაც ხშირად სტუმრობს ქართულ რესტორნებს "ოდა ჰაუზს" და "პეპელას", უკვეთავს ქართულ საფერავს, ცოტა ხნის წინ კი ბილ კლინტონთან ერთად ისადილა“,-წერს გამოცემა.

"ბატონ სააკაშვილს ასევე ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების გამოყენებაში მასაჟისტის, დოროთი შტეინის საქართველშო ვიზიტისთვის 2009 წელს. თავად ბატონი სააკაშვილი ამბობს, რომ დოროთი შტეინის მასაჟით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა, თუმცა ქალბატონი შტეინი აცხადებს, რომ 2 ათასი ევრო მიიღო სააკაშვილისთვის მასაჟების ჩატარებისთვის, მათ შორის "კბენითი მასაჟის" სეანსებისთვის", - წერს სტატიის ავტორი. გამოცემა ციტირებს დოროთი შტეინის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ უამრავი საჩუქარი მიიღო მიხეილ სააკაშვილისგან - "მითხრა, რომ მისი ცოლი არ იყო წინააღმდეგი. ასევე მაჩუქებინა ოქროს ყელსაბამი რელიგიური გულსაკიდით, თუმცა ჩემი ღმერთი ფრენკ ზაპაა და ამ ყელსაბამის ტარებას არ ვაპირებ" ამასთან, როგორც გამოცემაშია აღნიშნული, თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ ის პოლიტიკური "კუდიანებზე ნადირობის" სამიზნეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42