საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გაერო-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებით „კარგი ფონი არ შეიქმნა“. აღნიშნულ თემას მარგველაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ შეეხო.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთი კვირის წინ არის მძაფრი განცხადება გაკეთებული, რომელსაც პირადად მე გულისყურით მოვისმინე და რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვან წილად შეერთებული შტატების დახმარებაზეა დამოკიდებული. ერთ კვირაში პრემიერი ღარიბაშვილი მიდის აშშ-ში. დღეს ხდება ქონების დაყადაღება. პოლიტიკურად ეს რთულად ჩანს. პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინცდამაინც კარგი ფონი. იმედი მაქვს ეს პრობლემა არ იქნება და ჩვენ შევძლებთ წინ გადადაგმას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






