"მებრძოლისთვის ქონების ჩამორთმევა კადიროვის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა" - სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:07, 19 Sep, 2014     2240
„დღეს საქართველოში კამათობენ უნდა წასულიყო თუ არა პრეზიდენტი გაერო-ს სამიტზე, თითქოს ხალხს სხვა პრობლემა არ ჰქონდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ნიუ-იორკიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მოშლილია სახელმწიფოებრიობის ღერძი და საქართველოს „მართავს მახინჯი სულის ოლიგარქი“.

„დღეს პრობლემა ის კი არ არის, რომ საქართველოში ქონება დამიყადაღეს. მე დღეს საქართველოში ისედაც ვერ ჩამოვდივარ. ორ ქვეყანში ვერ ჩავდივარ მსოფლიოში - საქართველოში და რუსეთში. დღეს საქართველოში კამათობენ უნდა წასულიყო თუ არა პრეზიდენტი გაერო-ს სამიტზე, თითქოს ხალხს სხვა პრობლემა არ ჰქონდეს. კამათობენ იმაზე ლუდზე უნდა ,,დაშტრაფონ" ხალხი თუ - არა. ქვეყანაში მთავარი რაღაც მოიშალა - საქართველოს მართავს უწიგნური, მობანდიტო, დაბოღმილი, ბუნებით დაჩაგრული, მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდარა მთაზე და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვის რა ქონება წაართვას და ვის დაუბრუნოს. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაიჭიროს და ვინ - გაუშვას, ვინ გაირიცხოს და ვინ - მიიღოს, ვთვითონ იღებს გადაწყვეტილებას, პოლსიჯოხი ამ თანამდებობაზე დანიშნოს თუ იმ თანამშდებობაზე. საქართველოში მთავარი ღერძი სახელმწიფოებრიობის მოშლილია. მებრძოლისთვის ქონების ჩამოშლა კადიროვის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა ჩეჩნეთში. ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნის საქართველოში, სადაც ჩვენ შევქმენით სახელმწიფოებრიობა, შევქმენით ინსტიტუტები, რომელიც მუშაობდა, შევქმენით კანონები, რომლებიც ასეთ რამეს საერთოდ გამორიცხავდა, კანონის ჩარჩოებში საერთოდ არ ჯდება ის, რაზეც ლაპარაკობენ - 19 მილიარდის გაფლანგვაზე იყო საუბარი, საბოლოო ჯამში კი ჩამოიყვანეს 8 მილიონამდე. ეს იყო იუშენკოს საპონი, უცხოური დელეგაციის ხარჯები და უცხოეთში გადაადგილების ხარჯები“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42