ჟურნალისტის კითვაზე, ხომ არ აპირებს ოჯახის საქართველოდან წაყვანას, ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი შვილები ქართველებად უნდა გაიზარდნონ.
,,ნიკუშა აქამდე იყო საქართველოში და სანდრამ ეს ძალიან კეთილშობილურად გადაწყვიტა, რომ ბავშვს ესწრავლა საქართელოში, ჰოლანდიელიც არის და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მეც და სანდრსაც გვინდა, რომ ბავშვი იყოს ქართველი, მაგრამ სხვა რამეზე მინდა საუბარი - ის სახლი, რომელიც არის ბარნოვზე, ამ ბინის ნახევარი სანდრამ გაყო და გადააქცია თავის საქველმოქმედო ორგანიზაციის ოფისად. ამ ბინაში ნამყოფია საქართველოს ათასამდე გაჭირვებული მოქალაქე, ამ ბინაში გაიცა ასობით ათასი, თუ მილიონობით არა, დახმარება. სანდრას ხელფასიდან პატარა თანხა ყოველთვის გადადებული ჰქონდა ქველმოქმედებისთვის, ეს იყო მისი ცხოვრების წესი და არა მარტო მაშინ, როცა ხდებიან პირველი ლედები და ა.შ. ყველაფერი ვგამოიყენა ხალხის დახმარებისთვის და საქართველოში არის ათიათასობით ადამიანი, რომელსაც სანდრა დაეხმარა, ზოგს მკერდის კიბოს განკურნებაში უშველა, ზოგს თვალი აუხილა და ა.შ. როდისმე გაგიგათ, რომ ჩემს შვილებს ვინმე შეწუხებინათ? ვინმესთან უცენზუროდ მოქცეულიყვნენ? ბებიაჩემი, რომელიც ეხლა დედაჩემთან ცხოვრობს, 1937 წელს ზუსტად ასევე გამოაგდეს სახლიდან კომუნისტებმა იმიტომ, რომ დაუხვრიტეს ბიძა, გადაუსახლეს მამა და ა.შ. ასე, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ მე ვერ ჩამოვდივარ საქართველოში, არამედ მეგონა, რომ ეს წარსულიყში იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






